ზუგდიდში მთავარ საახალწო ნაძვის ხეს დადიანების სასახლის ეზოში დადგამენ

2043
ახალი წელი

წინა სტატია

წინასაახალწლო სამზადისი ზუგდიდში უკვე დაიწყო. ცენტრალურ ქუჩებსა და კონკრეტულ ადგილებზე განათებები მონტაჟდება.

მერიის ინფორმაციით, საახალწლოდ ზვიად გამსახურდიას გამზირი, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩები, ცენტრალური მოედანი, ბულვარის ტერიტორია, ბულვარის შიდა ტერიტორია, დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის კარიბჭემდე მისასვლელი გზა, მუზეუმის ეზო, მუზეუმში არსებული მარადმწვანე მცენარეები, ნიკოსეულ სასახლესთან მდგარი ნაძვის ხე და მუზეუმის ეზოში მდებარე ლამპიონები მოირთვება.

მათივე ცნობით, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დადიანების სასახლის ეზოში დაიდგმება და იქვე გაიმართება ძირითადი საახალწლო ღონისძიება. ამასთან, დამონტაჟდება “ანგელოზის“ კონსტრუქციაც.

ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებების ჩატარება. პარალელურად მოეწყობა “საშობაო ბაზრობაც“, საახალწლო თემაზე შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ამასთან, ცნობილია, რომ ზუგდიდის მერია საახალწლო საჩუქრებისთვის 33 897 ლარს,  საახალწლო ბარათებისა და ქაღალდის ჩანთებისთვის კი 9 252 ლარს დახარჯავს. ხოლო, საახალწლო დეკორაციებისთვის 323 653 ლარი, საშობაო ბაზრობისთვის კი 25 149 ლარი დაიხარჯება.