ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია და საბავშვო ბაღების გაერთიანება, საახალწლოდ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს დაასაჩუქრებს, – ამის შესახებ ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ლელა გელაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“ხაშურის მუნიციპალიტეტის 18 საბავშვო ბაღის 1650 აღსაზრდელი საახალწლოდ მიიღებს საჩუქრებს და ასე მიულოცავს პატარებს დამდეგი წლის დადგომას. საჩუქრებს ერთობლივად გადასცემს ხაშურის მერია და ბაღების გაერთიანება”, – აღნიშნა ლელა გელაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება და 16 იანვრამდე გაგრძელდება.