ზუგდიდის მერია საახალწლო საჩუქრებისთვის 33 897 ლარს დახარჯავს

718

წინა სტატია

საახალწლოდ ზუგდიდში მრავალშვილიან ოჯახებს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, მარტოხელა მშობლებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, 100 წელს გადაცილებულებს კვების პროდუქტებს დაურიგებენ. ასევე, საჩუქრებს მიიღებენ უფასო სასადილოს და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები და ახალი წლის ღამეს მომუშავე ორგანიზაციები. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მერიაში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ჯამში 550 ბენეფიციარზეა საუბარი. მათ შორის არის 130 მრავალშვილიანი ოჯახი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 9 ვეტერანი, 65 მარტოხელა მშობელი, დედ-მამით ობოლი 12 ბავშვი და 14  წელს გადაცილებული პირი. ასევე, საჩუქრად პროდუქტებს მიიღებს სოციალური საცხოვრისის 15 და მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს 250 ბენეფიციარი და უკიდურესად შეჭირვებული 55 ოჯახი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 33  897 ლარია.

ასევე, ცნობილია, რომ ზუგდიდის მერია საახალწლო ბარათებისა და ქაღალდის ჩანთებისთვის 9 252 ლარს დახარჯავს. ხოლო,  ზუგდიდში საახალწლო დეკორაციებისთვის 323 653 ლარი დაიხარჯება.