ზუგდიდის მერია საახალწლო ბარათებისა და ქაღალდის ჩანთებისთვის 9 ათას ლარზე მეტს დახარჯავს

683

წინა სტატია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოც ბარათებს, მაგიდის კალენდრებსა და კვების პროდუქტების მოსათავსებლად ქაღალდის ჩანთებს შეისყიდის. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

სულ საუბარია 1 530 ქაღალდის ჩანთაზე, 200 მისალოც ბარათსა და მაგიდის 150 კალენდარზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9  252 ლარია.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში საახალწლო დეკორაციებისთვის 323 653 ლარი დაიხარჯება.