ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელსაც გრძელდება პროექტის “ერთი თბილი ოთახი“ განხორციელება.
მერიიც ცნობით, “ერთი თბილი ოთახი“ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის ერთი თბილი ოთახის კეთილმოწყობას გულისხმობს.
როგორც მერიაში აცხადებენ, 2017 წელს პროექტით 10-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც 50 000 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს კი პროექტში 19 ბენეფიციარი ჩაერთვება, რისთვისაც 95 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დაიწყება.
“ერთი თბილი ოთახი“ 2017 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას ინიციატივით დაინერგა.