ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამისთვის ბენეფიციარების განცხადებები განიხილა. მერიის ცნობით, განცხადებების ადგილზე გადამოწმებისა და ოჯახების ანკეტირების პროცესი დასრულდა. დღეს კი კომისია სხდომაზე შეიკრიბა და ყველა განცხადება დეტალურად განიხილა. კომისიის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან.
განცხადებების განხილვის შემდეგ პრიორიტეტული ოჯახები გამოვლინდება, – აცხადებენ მერიაში.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს 210 განცხადება შევიდა, აქედან 132 სახლის მშენებლობაზე, 78 კი “ერთი თბილი ოთახის” პროგრამაზე.
აღნიშნული პროგრამებისთვის მიმდინარე წელს 700 000 ლარია გამოყოფილი, საიდანა 100 000 ლარი ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროექტისთვისაა გათვალისწინებული.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2016-2017 წლებში 66 სახლი აშენდა.