სხდომა თემურ აბაზოვისა და აზერ სულეიმანოვის საქმეზე დღეს გაიმართება

704

წინა სტატია

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, დღეს 20 სექტემბერს მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის, საქართველოს პარლამენტის წევრ აზერ სულეიმანოვის, რ. ალახვერდიევისა და ე. გულიევის საქმეზე არსებითი სხდომა გაიმართება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახული დანაშაულის გამო, რომელიც მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავა.