პროკურატურამ მარნეულის მერი დააკავა

1281

წინა სტატია

შემდეგი სტატია

მთავარმა პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა. 

აბაზოვი იმ ვიდეოკადრების გამო დააკავეს, რომლის მიხედვითაც, მარნეულში მცხოვრებ ელჩინ ა-ს, რომელმაც თბილისში, ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობის აქციაზე, ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ჯერ ბოდიში მოახდევინეს, შემდეგ კი სახე შარდით დააბანინეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ კადრებთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი პროკურატურაში 12 ივნისისთვის იყო დაბარებული.

პროკურატურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 144”’ მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით დაიწყო.