ზაზა გაბუნია: ბორჯომმა თავისი პრობლემები თავად უნდა მოაგვაროს

777

წინა სტატია

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ანაკლიაში გასვლით შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბორჯომის პოლიტიკურ კრიზისს. როგორც გაბუნიამ თქვა, ბორჯომმა თავისი პრობლემები დამოუკიდებლად, თავად უნდა მოაგვაროს. ინფორმაციას imedinews. ge ავრცელებს.

გაბუნიამ დასძინა, რომ მოსახლეობას არ მიეწოდება ის მუნიციპალური და საჯარო პროექტები, რასაც იმსახურებენ და ადამიანები ვერ იღებენ ხელფასს.

“ეს არის პრობლემა და პრაქტიკულად პარალიზების წინაპირობა, რასაც ბუნებრივია არ მივესალმებით, რაც შეეხება მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ეს განცხადებები აზიანებს შესაძლებლობას იმისას, რომ მეორე ჯგუფთან გამონახონ კონსესუსი, იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ ბორჯომის საკრებულოს საკითხი, არავის დაავიწყდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ თვითმმართველობაზე, სადაც არსებობს ძალიან მკაფიოდ გაწერილი ინსტიტუციური, ჩარჩო- მექანიზმები,”-განაცხადა გაბუნიამ.

1 მარტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმები იყვნენ მობილიზებული. საკრებულოს ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. ვითარება ბორჯომში 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა. სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.

საკრებულოში რიგგარეშე სხდომა 9 მარტს ჩაინიშნა.