იცით, რას ხმარდება თქვენ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი? – ეპიზოდი 18

124

იცით, რას ხმარდება თქვენ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი? რატომ ინგრევა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობები? ამის მიზეზი მმართველობის ცენტრალიზებული სისტემაა, როცა ყველაფერი ეკუთვნის ცენტრს, ადგილობრივ თვითმმართველობას კი – თითქმის არაფერი. დეცენტრალიზაციის ხუთწლიან სტრატეგიას ეს და კიდევ ბევრი მსგავსი პრობლემა უნდა მოეგვარებინა – გაეზარდა თვითმმართველობის უფლებამოსილებები, გაეძლიერებინა მისი ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობა. რა მივიღეთ ხუთი წლის შემდეგ და როგორ შესრულდა სტრატეგია? – ამ საკითხებზე ვმსჯელობთ ჩვენი პოდკასტის მომდევნო ეპიზოდში სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელ კოტე კანდელაკთან ერთად.