რა უშლის ხელს მოქალაქეებს, ჩაერთონ ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში? რეალურად აქვთ თუ არა მათ ამის შესაძლებლობა?
ჩვენი პოდკასტის ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ ადგილობრივი დემოკრატიის ექსპერტთან, რევაზ ბარბაქაძესთან, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტებში, რა როლი აქვთ მოქალაქეებს ამ პროცესში და არსებობს თუ არა წარმატებული მოდელები, რომლებსაც სხვა თემებმაც უნდა მიბაძონ.



































