ეს ისტორია ახალგაზრდა ქუთაისელ ქალზე, ლილე მაღლაფერიძეზეა, მეწარმეზე, რომელმაც ამ ქალაქში რამდენიმე გამორჩეული სივრცე შექმნა. ლილე ამბობს, რომ ეს პროცესი მისთვის მხოლოდ მეწარმეობა არ არის, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ „ლილესთან“ საინტერესო ადამიანებთან შეხვედრის ადგილადაც ექცია, ადგილად, სადაც წარსულს გაიაზრებენ, აწმყოს შეაფასებენ და მომავალს დაგეგმავენ. ლილე იმ გამოწვევებზეც გვიყვება, რაც ამ ქალაქში მეწარმეების წინაშე დგას. ამბობს, რომ ევროინტეგრაციის დღის წესრიგის შეცვლა მის ბიზნესზე უკვე აისახა და შიშობს, რომ, თუ ვითარება არ შეიცვალა, პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება. ამიტომაც, ის ცდილობს, რომ მისი ხმა ისმოდეს არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ ქუჩაშიც — იქ, სადაც მოქალაქეები საკუთარი ქვეყნისა და ქალაქის მომავალს იცავენ.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!



































