ზაზა გაბუნია: დარწმუნებული ვარ, ბორჯომის საკრებულოს წევრები საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ

719

წინა სტატია

პარლამენტის რეგონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

„ბოიკოტი წარმომადგენლობითი ორგანოსთვის დამახასიათებელია. იმავდროულად დარწმუნებული ვარ, რომ დეპუტატები საკუთარ გადაწყვეტილებებში ამოვლენ საზოგადოებრივი ინტერესებიდან და იმსჯელებენ კომპრომისის მისაღწევად“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებს დღეს ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურნენ.

“სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, ორ კვირაში, 31 იანვრიდან დღემდე, ბორჯომში კვორუმის არარსებობის გამო, ხუთჯერ არ შედგა საკრებულოს სხდომა, რომელზეც ერთ–ერთ საკითხად ხელფასების ოდენობები უნდა განეხილათ. ამის გამო, თვითმმართველობის 125 თანამშრომელს დღემდე არ აუღია იანვრის ხელფასი.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მან ბორჯომის საკრებულოს კრიზისში ჩარევა არ გამორიცხა.