ორ კვირაში, 31 იანვრიდან დღემდე, ბორჯომში ქვორუმის არარსებობის გამო, ხუთჯერ არ შედგა საკრებულოს სხდომა, რომელზეც ერთ–ერთ საკითხად ხელფასების ოდენობები უნდა განეხილათ. ამის გამო, თვითმმართველობის 125 თანამშრომელს დღემდე არ აუღია იანვრის ხელფასი. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
საკრებულოს მორიგი სხდომა, ბორჯომში, დღეს, 14 თებერვალს, 12:00 სააhttps://droa.ge/?p=15722თზე იყო ჩანიშნული, თუმცა, ქვორუმი არ შედგა. ახალი მოწვევის 2– წევრიან საკრებულოში, სადაც 15 ოპოზიციური პარტიის წევრია, 13 კი “ქართული ოცნების“ , მმართველი გუნდის დეპუტატები, ბოიკოტის ნიშნად, არცერთ სხდომას არ დასწრებიან. ოპოზიციის 15 წევრიდან კი, 12:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე, არც ერთ–ერთი ოპოზიციონერი – ტატიანა მარტინენკო მივიდა.
“არ ვიცით რატომ არ მოვიდა, ვერ ვუკავშირდებით“, – გვითხრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მაოდგილემ გიორგი გოგიჩაიშვილმა.
ამის გამო სხდომა ერთი საათით გადაიდო და 13:00 საათზე დაინიშნა, მაგრამ, მარტინენკო საკრებულოში არც ერთი საათის შემდეგ გამოჩნდა.
ბორჯომის საკრებულოში ეს მეხუთე მცდელობა იყო სხდომის გამართვის, რომელზეც განსახილველ საკითხებს შორის ერთ–ერთი ხელფასების საკითხია. შეგახსენებთ, მერიამ საკრებულოში ახალი საშტატო ნუსხა და სახელფასო ოდენობები წარადგინა – ხელფასები გაზრდილია, რასაც ბორჯომის მერიაში იმით ხსნიან, რომ რეალურად დანამატები და ხელფასი გაერთიანდა და ციფრებში ცვლილება ამის შედეგია. თუმცა, საკრებულო მერიას ამ სახელფასო ოდენობებს არ უმტკიცებს.
ამ ხუთი მცდელობიდან “ქართული ოცნება“ კვლავ არცერთ სხდომაზე არ მისულა, ქვორუმი კი იმიტომ არ დგება, რომ 15 ოპოზიციონერიდან სხდომაზე ხან ერთი, ხან კი ორი დეპუტატი არ მიდის. ისინი ხშირად, მიზეზად, ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახაელებენ.
ჭიდილი მერიასა და საკრებულოს შორის 18 იანვარს დაიწყო. ამ დღეს შედგა პირველი რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ეს საკითხი უნდა განეხილათ. თუმცა საკრებულომ მერიას 16 იანვარს წარდგენილი სახელფასო ოდენობები არ დაუმტკიცა.
მომდევნო სხდომა 31 იანვარს დაინიშნა, თუმცა, არ შედგა ქვორუმის არარსებობის გამო. სხდომაზე ირმა ზედგინიძე და მამუკა ლურსმანაშვილი ვერ გამოცხადდნენ. დეპუტატების თქმით, მიზეზი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იყო.
მეორედ სხდომა, ქვორუმის არარსებობის გამო, 1–ელ თებერვალს ვერ შედგა. წინა დღის მსგავსად, ამ დღესაც, სხდომაზე ირმა ზედგინიძე და მამუკა ლურსმანაშვილი ვერ მივიდნენ.
სხდომის გამართვის მესამე მცდელობა 13 თებერვალს იყო. გუშინ სხდომაზე ფირან გოგიჩაიშვილი ვერ მივიდა. მიზეზად, მისი ბორჯომში არყოფნა დასახელდა.
ორჯერ კი სხდომა, კვლავ ქვორუმის გამო დღეს გადაიდო, არც 12:00 და არც 13:00 საათზე, სხდომაზე არ გამოცხადდა ტატიანა მარტინენკო. მისი გამოცხადებლობის მიზეზი დეპუტატებისთვის უცნობია.
მერიაში, ამ წლისთვის, თანამშრომელთა ხელფასები ასე განსაზღვრეს: მუნიციპალიტეტის მერი – 3450 ლარი; პირველი მოადგილე – 2 400 ლარი; მერის მოადგილე – 2 300 ლარი და სამსახურების უფროსები – 2000 ლარი. 18 იანვრის სხდომაზე, საკრებულომ, ამ ოდენობების ნაცვლად, 2017 წლის საშტატო ნუსხას უყარა კენჭი. ამ ნუსხის მიხედვით, მერის თანამდებობრივი სარგო 2650 ლარია, მისი მოადგილის 2000, სამსახურის უფროსების კი 1550 ლარი.
განმეორებით სახელფასო ოდენობები მერიამ 31 იანვრისთვის წარადგინა და წარდგენილ ოდენობებში, მერის ხელფასი შეცვალა – ნაცვლად 3450–სა, მერის ანაზღაურება 2 450 ლარით განსაზღვრა.
მომდევნო სხდომაზე, რომელიც 28 თებერვალს, 12:00 საათზეა დანიშნული, და რომელიც საკითხის განხილვის მეექვსე მცდელობა იქნება, ოპოზიციამ ამ სახელფასო ოდენობებს უნდა უყაროს კენჭი. თუმცა დეპუტატები ირწმუნებიან, რომ ქვორუმი რომც შედგეს, ხელფასების გაზრდილ ოდენობებს მხარს არ დაუჭერენ.
“არაა გამორიცხული, მანამდე რიგგარეშე სხომაც ჩავატაროთ, თუ რა თქმა უნდა ქვორუმის შედგა“, – ამბობს გიორგი გოგიჩაიშვილი.
ამ პრობლემების გამო, კი, თვითმმართველობის 125 თანამშრომელი დღემდე უხელფასოდ მუშაობს – მათ იანვრის ხელფასები ამ დრომდე არ აუღიათ.