ბორჯომში, საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ზოგადი ანტიკორუფციული კონცეფციის, კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიების, ინტერესთა შეუთავსებლობისა და მამხილებლის დაცვის თაობაზე, სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება ანტიკორუფციული სააგენტოს პრევენციის სამსახურის უფროსმა, თამთა კაჭკაჭიშვილმა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის უფროსის მოადგილემ, გიორგი ქოჩიაშვილმა გახსნეს.
მონაწილეებს სტრასბურგიდან სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს ეკონომიკური დანაშაულებისა და თანამშრომლობის განყოფილების პროგრამის მენეჯერმა, დანაე ისამ.
ქართველ საჯარო მოხელეებს კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ანტიკორუფციული სააგენტოს ექსპერტებთან ერთად გამოცდილება გაუზიარა ევროპის საბჭოს ექსპერტმა, დოქტორმა კოსტანტინოგრასომ.
საინფორმაციო შეხვედრა, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის (PGGII) პროექტის – „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში” ფარგლებში გაიმართა.