შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიციას ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებია.
როგორც საბანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დეზინფორმაციაა, თითქოს აქციაზე გაზი გამოიყენეს.
„სამწუხაროდ, ვრცელდება დეზინფორმაცია, ხაზი მინდა გავუსვა, რომ პოლიციას არ გამოუყენება გაზი“, - განაცხადა საბანაძემ.
ცნობისთვის, პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. როგორც „ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, წყლის ჭავლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც...
სახალხო დამცველი მშვიდობიანი დემონსტრანტებს წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას, წყლის ჭავლისა და მხუთავი აირით, აქციის დაშლის მცდელობას ეხმაურება. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ აქციის მონაწილეები არავის გაუფრთხილებია, რაც არაკანონიერია.
"უკიდურესად სამწუხარო მოვლენები განვითარდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას! პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა,...
წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად, აქციის მონაწილეები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან რჩებიან.
მომიტინგეებმა წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ რამდენიმე წუთით ცესკოს ტერიტორია დატოვეს, თუმცა, მოგვიანებით კვლავ უკან დაბრუნდნენ. აქციაზე ასევე მივიდნენ იპოზიციის ლიდერეიც.
ცესკო-სთან მომიტინგეთა ის ნაწილიც მივიდა, რომლებიც რუსთაველის გამზირიდან მიტინგის შემდეგ დაიძრნენ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. ცესკო-ს შენობის ტერიტორია შემოსაზღვრულია სპეციალური რკინის ღობითა და ბარიკადებით, რომლის მიღმაც დგანან სამართალდამცავები. მოქალაქეებმა ღობის ნაწილი...
ჩვენ თუ ახლა უკან დავიხევთ, საქართველოს დავკარგავთ, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ცესკო-თან განაცხადა, რითაც პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ის ადგილზე რჩება და სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლას განაგრძობს.
„ყველაფერზე არის პასუხისმგებელი ხელისუფლება, ეს ნაძირალა კობახიძე. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ წესიერი არჩევნები ჩატარდეს, რაც უნდა ის გამოიყენონ, მე პირადად ბოლომდე ვიბრძოლებ, ვიდრე ვიქნები ჯანმრთელი...
წინა სტატია
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მშვიდი ვითარებაა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცავები მოვლენების განვითარების შესაბამისად იმოქმედებენ.
"ამ ეტაპზე აჭარის მთავრობის სახლთან მშვიდი ვითარებაა. საპოლიციო ძალები არიან წარმოდგენილი და სიტუაციას ვაკონტროლებთ. რაც შეეხება საპოლიციო ძალების მობილიზებას, ეს ჩვეულებრივ აქციიდან გამომდინარეა. რაც შეეხება დადგენილ რეგულაციებთან დაკავშირებულ განცხადებებს, როდესაც ეს რეგულაციები შევა ძალაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის...
წინა სტატია
მოვლენების განვითარება ახლა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რაც უფრო მეტ ასეთ უგუნურ ნაბიჯს გადადგამს, მით უფრო მძიმე კრიზისში შევა ქვეყანა , - ასე ეხმაურება პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებას.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, საზოგადოების პროტესტი გაგრძელდება და უფრო მასშტაბური გახდება.
“ეს არის ხელისუფლების პასუხი ხალხის მოთხოვნაზე, იმ...
წინა სტატია
ამ ქვეყანაში „გავრილოვის ღამე“ არ დასრულებულა და გრძელდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ხალხი ითხოვს მართალ არჩევნებს, სამართლიან ცესკო-ს, ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს და არა დაწერონ. ქართველი ხალხის უზენაესი ნება აღსრულდეს, რა ნებასაც მე გამოვხატავ, ის ნება აისახოს და არა დამიწერონ და დამცინონ, არა სულში შეურაცხყოფა მომაყენონ, მთელი ქვეყანა თანხმდება, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ...
წინა სტატია
"აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რაც კადრებშიც კარგად ჩანს და რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა", - ნათქვამია ცესკოსთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში აქციაზე უზრუნველყოფდა, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც...
ტვ პირველის ინფორმაციით ცესკოსთან ცრემლსადენი გაზი გაუშვეს აქციის მონაწილეების გაფრთხილება კი, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცრემსადენი გაზი უკვე გაშვებული იყო.
ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების მანქანები.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, ასევე, გაუფრთხილებლად დაშალეს აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით.
დღეს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს...
წინა სტატია
ცესკოსთან წყლის ჭავლით დაშლისას აქციის მონაწილეები დაშავდნენ. საპროტესტო აქციაზე მისული მოქალაქეების წყლის ჭავლით დაშლა ცოტა ხნის წინ გაუფრთხილებლად დაიწყეს, რასაც მოქალაქეების მხრიდან სამართალდამცველების მისამართით ქვების სროლა მოყვა.
ამ დროისთვის ცესკოს პერიმეტრს საპოლიციო ძალები აკონტროლებენ. იქ ჯერ კიდევ არ მისულან მანიფესტაციის მონაწილეების ნაწილი და ოპოზიციის ლიდერები.
როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ დაიძრნენ. მელიამ...
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს როგორც მმართველ, ასევე, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები საარჩევნო დარღვევების გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიების მიზნით. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.
როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, 31 ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა.
„საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც ქვეყანაში საარჩევნო უფლების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი კონსტიტუციური ორგანოს, შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე...
წინა სტატია
ამ წუთებში ცესკოსთან მანიფესტაციის მონაწილეებს წყლის ჭავლით შლიან. ჯერ-ჯერობით ცესკოსთან მხოლოდ აქციის მონაწილეთა ნაწილია, მათ შორის ჯერ არ არიან ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ცესკოსკენ მიემართებიან.
ცესკოსთან მოქალაქეები, რომელთა დაშლაც გაუფრთხილებლად, წყლის ჭავლით დაიწყეს, სამართალდამცველების მისამართით ქვებს ისვრიან. ჭავლით დაშლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
დღეს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად...
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნი,ს ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქციის დაწყებისას 7 ათასამდე ადამიანი იყო მისული, აქციის დასასრულს კი 2500-იდან-3000-მდე მოქალაქე იმყოფებოდა.
ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს მგონი, ყველამ კარგად დაინახა ყველაფერი - აქციაზე, პიკზე იყო 7 ათასამდე ადამიანი და ამ ადამიანების რაოდენობა წამზომის გამორთვამდე, რაც თავისთავად საინტერესო მოვლენა იყო, შემცირებული იყო დაახლოებით 3 ათას კაცამდე, შეიძლება 2500 კაციც იდგა...
წინა სტატია
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, ერთ-ერთ შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირებს ხელებსა და ქვებს ურტყამენ.
აქტივისტები სკანდირებე: „მონებო“, „ქურდებო“ და „გააღეთ“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მთელს ტერიტორიაზე განლაგებული არიან სამართალდამცავები, მათ შორის ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმიც. ტერიტორიაზე განთავსებულია სახანძრო მანქანაც.
ცესკოს შენობას აქციის მონაწილეებისგან სწორედ პოლიციელთა ცოცხალი ჯაჭვი იცავს. ასევე, მობილიზებულია სპეცრაზმი.
როგორც ცნობილია, რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის,...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები და აქტივისტები მიემართებიან, სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა.
ადგილზე იმყოფება სპეციალური დანიშნულების რაზმი, ასევე, ცესკო-ს შენობასთან განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანაც.
სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ ცესკოსთან შესასვლელი ორივე გზა. ერთ მხარეს თავად სამართალდამცველები დგანან, ხოლო მეორე მხარეს აღმართულია რკინის ჯებირები.
ოპოზიციური პარტიების ერთობლივი გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეები ცესკოსთან გადაინაცვლებენ, სადაც მათივე განცხადებით, „დღეიდან ვერავინ შევა და ვერავინ გამოვა“.
როგორც ცნობილია, რუსთაველის პროსპექტზე...
წინა სტატია
"ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს და რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი. მან თქვა, თითქოს ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს. ეს არის წმინდა წყლის სიცრუე. ჩვენ დაგვიკავშირდა - მე და არჩილ თალაკვაძეს - ქალბატონი თინა ბოკუჩავა, ჩვენ მას ვუპასუხეთ, ის არის პარლამენტის წევრი და კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი: მან გვთხოვა დღეს შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით, განგვიმარტა სავარაუდო ფორმატი, რაზეც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































