აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რატომ არის სამართალდამცველების დიდი რაოდენობა მობილიზებული ბათუმში

328

წინა სტატია

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მშვიდი ვითარებაა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცავები მოვლენების განვითარების შესაბამისად იმოქმედებენ.

“ამ ეტაპზე აჭარის მთავრობის სახლთან მშვიდი ვითარებაა. საპოლიციო ძალები არიან წარმოდგენილი და სიტუაციას ვაკონტროლებთ. რაც შეეხება საპოლიციო ძალების მობილიზებას, ეს ჩვეულებრივ აქციიდან გამომდინარეა. რაც შეეხება დადგენილ რეგულაციებთან დაკავშირებულ განცხადებებს, როდესაც ეს რეგულაციები შევა ძალაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ველოდებით მოვლენების განვითარებას.

ჩვენ ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს. სპეცრაზმი მობილიზებულია იმ ნაწილში, რომ ხდება ძალების როტაცია ეს ჩვეულებრივი პროცესია. გიდასტურებთ, რომ ბევრი პოლიციელია წარმოდგენილი მიმდებარე ტერიტორიაზე და ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს”, – განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს 15:00 საათიდან, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის წევრები მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავენ. აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე კარავი გაშალეს. 

აქცია მიმდინარეობს დედაქალაქშიც.