საპატრულო პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე დააჯარიმა.
დეკანოიძე ამბობს, რომ პოლიციამ დაჯარიმებას მიუთითა მუხლი, რომლის თანახმადაც მას კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევას ედავებიან.
"გვაჯარიმებენ და მუხლს უთითებენ, სადაც წერია კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევა. მე არც კოვიდი მაქვს, არც შემხებლობა მქონია და მეუბნებიან, რომ კარანტინისა და იზოლაციის წესები დავარღვიე. მიზღუდავენ გადაადგილების უფლებას და მე ვუწევ წინააღმდეგობას", - თქვა დეკანოიძემ.
პოლიციის...
სამართალდამცველებმა ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე დააჯარიმეს.
გოცირიძემ TV პირველის ეთერში თქვა, რომ საშვი ჰქონდა, თუმცა პოლიციამ მისი ნამდვილობა არ დაიჯერა და დააჯარიმა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დააჯარიმეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ხატია დეკანოიძე.
NGO-ები ამბობენ, რომ მთავრობის დადგენილებით კომენდანტის საათის დაწესება არაკონსტიტუციურია. მათი თქმით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნია.
გარდა ამისა, სახალხო დამცველიც განმარტავს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა...
გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ დილის 05:00 საათამდე დარჩა. აქტივისტებმა 05:00 საათზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, დღევანდელ აქციაზე გადაადგილების წესის დარღვევისთვის, სავარაუდოდ, 20-მდე პირი დააჯარიმეს.
"სირცხვილიას" აქტივისტის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, მოგვიანებით დროებითი დაკავების იზოლატორთან მივლენ, რათა აქციაზე დაკავებული გიორგი მჟავანაძე გაამხნევონ, რომელსაც მათივე ინფორმაციით, დაკავების შემდეგ, სხეულზე დაზიანება აღენიშნება.
პარლამენტის შენობის წინ მობილიზებულია პოლიცია...
წინა სტატია
აქციაზე, რომელიც ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარეობს დაკავებულია 4 ადამიანი.
ამ ინფორმაციას მთავარ არხს შინაგან საქმეთა სამინისტრო უდასტურებს. ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულებს შორის იყვნენ ახალაგაზრდული მოძრაობა "სირცხვილიას" წევრი გიორგი მჟავანაძე და ნოდო რუხაძე, ასევე ლექსო მაჭავარიანი.
ჩვენი ინფორმაციით მეოთხე დაკავებული ჩიტაძის ქუჩაზე დააკევს, რატომ - მიზეზი უცნობია.
შსს ამბობს, რომ დაკავეულებს ადმინისტრაციული წესით 161 და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, აქტივისტები, რომლებიც...
ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არ აპირებს ნოე ჟორდანიას როლში აღმოჩნდეს და მთელი ცხოვრება საქართველოს გარეთ გაატაროს. როგორც მან ვიდეომიმართვისას განაცხადა, გეგმავს, რომ თარიღი დაასახელოს და ჟურნალისტებთან და უცხოელ პარლამენტარებთან ერთად ჩამოვიდეს.
"მე არაფრის მეშინია. თუ იმ დროისთვის ქართველი ხალხი მოარყევს ამათ იმდენად, რომ ვერ გაბედონ ჩემი დაპატიმრება, ძალიან კარგი, უფრო ადვილი იქნება. თუ არა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე...
წინა სტატია
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარ აქციაზე „კომენდანტის საათი“ ირღვევა, რაზეც სამართლებრივი პასუხი იქნება.
„პოლიცია საზოგადოებრივ წესრიგს იცავს. ახლა რაც ხდება, „კომენდანტის“ წესების დარღვევაა, აქცია მიმდინარეობს და ვცდილობთ პროვოკაციას არ წამოვეგოთ. იქნება შესაბამისი სამართლებრივი პასუხი. იქნება კანონით განსაზღვრული ნორმები",- აცხადებს კონსტანტინე ანანიაშვილი.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, 22:00 საათის შემდეგაც გრძელდება.
აქტივისტ შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, პოლიციას აქვს მითითება, რომ ყველა ვინც ტერიტორიიდან გავა, დააკავონ. დიღმელაშვილმა მიმართა პოლიციას და უთხრა, რომ ისინი ივანიშვილის კერძო დაცვა არიან.
"უკაცრავად ბატონებო, თქვენ ბიძინა ივანიშვილის კერძო დაცვა ხართ, იქამდე სანამ უკანონო ბრძნაებებს ემორჩილებით, პოლიციის მინისტრი არიას ივანიშვილის კერძო დაცვის უფროსი."
აქციაზე მყოფებს კი შოთა დიღმელაშვილმა უთხრა, რომ მათ კონსტიტუციური უფლება აქვთ იდგენენ რუსთაველის გამზრიზე.
"თქვენ გაქვთ აბსოლუტურად კანონიერი...
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს, პატივი სცენ პარლამენტის წინ მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ აქციის მონაწილეთა სანქცირებისგან.
ომბუდსმენი განმარტავს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად, მისი თქმით, მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის და გამოხატვის აკრძალვის მიზნით, არაკონსტიტუციური იქნება.
"დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოების წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოთქვან აზრი ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე, მათ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა იმ პირს, რომელიც 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არღვევს, 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.
როგორც ინტერპრესნიუსს შსს-ში, პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განუცხადეს, ხდება ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, ვინც კანონს არღვევს.
„საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის N670 დადგენილებით ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში აიკრძალა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა...
წინა სტატია
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებ პირებს - აკაკი კობალაძესა და აკაკი ხუსკივაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
მათთვის პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.
პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე წარუდგინა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6...
ერთი ხელით დიალოგზე საუბრობდე და მეორე ხელით ხალხს არბევდე და იჭერდე, ასე დიალოგი არ წარმოებს. ჩვენ შანტაჟის პირობებში არ ვაპირებთ დიალოგის წარმოებას. შანტაჟის პირობებში დიალოგის წარმოება ნიშნავს შეშინებას და აქ ხალხი არ არის შეშინებული - შეშინებულია ივანიშვილი, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დიალოგზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან დღეს კომუნიკაცია არ ყოფილა.
“ივანიშვილმა გადაგვიქცია ქვეყანა...
საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კლერ ოლბლესი, არჩევნებთან დაკავშირებულ მოვლენებს ტვიტერზე გამოეხმაურა:
“ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს საარჩევნო პროცესებს. მოვუწოდებთ, ყველას იმოქმედონ მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში. ახლა დროა, რომ განსხვავებების მიუხედავათ საქართველო ერთიანი იყოს. გაერთიანებული სამეფო მზად არის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მხარი დაუჭიროს ამ პროცესს”.
22 საათი შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შვიდ ქალაქში, მათ შორის, თბილისში შეზღუდვები ძალაში შევიდა, რომლის თანახმადაც, 22 საათის შემდეგ ქალაქში გადაადგილება შეიზღუდა.
ამის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მოძრაობის "სირცხვილია" ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია დაიწყო. მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერები აცხადებენ, რომ მათ კონსტიტუციური უფლება აქვთ, იმყოფებოდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ისინი ხელისუფლების მიერ სპეციალურად აქციებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან.
ცოტა ხნის წინ აქციაზე...
წინა სტატია
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე შეშის შეტანა სამართალდამცავებმა აღკვეთეს იმიტომ, რომ მას შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მოქალაქეებს სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე შეშის შეტანის საშუალება არ მისცეს.
"შეშა გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ პოლიციელები დააზიანეს, დაანთეს პარლამენტის წინ ცეცხლი, რითაც შეიძლება საფრთხე...
პოლიციამ პარლამენტთან მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ამ წუთებში სამართალდამცავებს ტერიტორიიდან არაერთი პირი გაჰყავთ.
დაკავება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება. ცოტა ხნის წინ პარლამენტთან საპატრული პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე მივიდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ახალაგაზრდული მოძრაობის წევრი გიორგი მჟავანაძე და ნოდარ რუხაძე. ასევე დაკავებულია აქტივისტი ლექსო მაჭავარიანი.
პოლიცია ახალგაზრდებს შეშით გადაადგილებას უკრძალავს.
ცნობისთვის, კომენდანტის საათის ამოქმდებამდე ჯერ კიდევ...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, დიდუბისა და საბურთალოს ოლქების ორ უბანში ოპოზიციას ჯამში 65 ხმა ჰქონდა დაკლებული, მათგან 30 ალეკო ელისაშვილის პარტიას დიდუბეში, ხოლო 35 "ევროპულ საქართველოს" საბურთალოს 73-ე უბანზე.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა.
"დიდუბეში იყო საია-ს საჩივარი, გახსნეს და აღმოჩნდა, 2 ხმა რომ ეწერა ელისაშვილს, 30 ბიულეტენი იყო გადაყრილი და შეფუთული სადღაც სხვაგან. სინამდვილეში 32 ხმა უნდა ეწეროს. საბურთალოს 73-ე უბანზე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































