აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ ბათუმში აქციაზე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების დარღვევა ხდება, რაზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება

877

წინა სტატია

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარ აქციაზე „კომენდანტის საათი“ ირღვევა, რაზეც სამართლებრივი პასუხი იქნება.

„პოლიცია საზოგადოებრივ წესრიგს იცავს. ახლა რაც ხდება, „კომენდანტის“ წესების დარღვევაა, აქცია მიმდინარეობს და ვცდილობთ პროვოკაციას არ წამოვეგოთ. იქნება შესაბამისი სამართლებრივი პასუხი. იქნება კანონით განსაზღვრული ნორმები”,- აცხადებს კონსტანტინე ანანიაშვილი.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, 22:00 საათის შემდეგაც გრძელდება.