უგულავა: ერთი ხელით დიალოგზე საუბრობდე, მეორე ხელით ხალხს არბევდე და იჭერდე, ასე, შანტაჟის პირობებში დიალოგს არ ვაპირებთ

351

ერთი ხელით დიალოგზე საუბრობდე და მეორე ხელით ხალხს არბევდე და იჭერდე, ასე დიალოგი არ წარმოებს. ჩვენ შანტაჟის პირობებში არ ვაპირებთ დიალოგის წარმოებას. შანტაჟის პირობებში დიალოგის წარმოება ნიშნავს შეშინებას და აქ ხალხი არ არის შეშინებული – შეშინებულია ივანიშვილი, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დიალოგზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან დღეს კომუნიკაცია არ ყოფილა.

“ივანიშვილმა გადაგვიქცია ქვეყანა თავისი ფულის საცავად და ახლა ფიქრობს, რომ საცავი აღარ ექნება ფულის. მაგას ეს ქვეყანა არაფრად უღირს გარდა, იმისა, რომ წარმოუდგენია თავისი ქონების და უსაფრთხოების საცავად და თითოეული ჩვენთაგანი მისი ფულის მცველად. აი ეს არის სიმართლე და ამ სიმართლეს არ მიიღებს ქართველი საზოგადოება”, – განაცხადა უგულავამ.

პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის დაწყებამდე პარლამენტთან მყოფი აქციის 3 მონაწილე დააკავა. დაკავებულია ახალაგაზრდული მოძრაობის წევრი გიორგი მჟავანაძე და ნოდარ რუხაძე. ასევე დაკავებულია აქტივისტი ლექსო მაჭავარიანი. პოლიციამ ახალგაზრდებს შეშით გადაადგილება აუკრძალა.