ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არ აპირებს ნოე ჟორდანიას როლში აღმოჩნდეს და მთელი ცხოვრება საქართველოს გარეთ გაატაროს. როგორც მან ვიდეომიმართვისას განაცხადა, გეგმავს, რომ თარიღი დაასახელოს და ჟურნალისტებთან და უცხოელ პარლამენტარებთან ერთად ჩამოვიდეს.
“მე არაფრის მეშინია. თუ იმ დროისთვის ქართველი ხალხი მოარყევს ამათ იმდენად, რომ ვერ გაბედონ ჩემი დაპატიმრება, ძალიან კარგი, უფრო ადვილი იქნება. თუ არა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არაფრის მეშინია”, — განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ივანიშვილმა მას ქვეყანაში ჩამოსვლა აუკრძალა და ყველაზე მეტად თავის “ვენახში დაბრუნება” უნდა.
“მე ყოველთვის ვფიქრობდი ჟორდანიას მთავრობაზე, რომ მთელი ცხოვრება იყვნენ საფრანგეთში და ვერასდროს დაბრუნდნენ საქართველოში და რა ტრაგედია იყო. მე მახსოვს კარგად ალექსადრე სულხანიშვილი რომ ჩამოვიდა, ერთადერთი კაცი გადარჩა მათგან, 95 წლის იყო, სასიკვდილოდ ჩამოვიდა თავის ქვეყანაში, რამხელა ემოცია იყო ჩემთვის. მე უცბად აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში და არ ვაპირებ ამას შევეგუო. ივანიშვილი სერიოზულად ფიქრობს, რომ ამას შევეგუები, რომ ნოე ჟორდანიას როლში აღმოვჩნდე?” — აცხადებს სააკაშვილი.