სამართალდამცველებმა ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე დააჯარიმეს.
გოცირიძემ TV პირველის ეთერში თქვა, რომ საშვი ჰქონდა, თუმცა პოლიციამ მისი ნამდვილობა არ დაიჯერა და დააჯარიმა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დააჯარიმეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ხატია დეკანოიძე.
NGO-ები ამბობენ, რომ მთავრობის დადგენილებით კომენდანტის საათის დაწესება არაკონსტიტუციურია. მათი თქმით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნია.
გარდა ამისა, სახალხო დამცველიც განმარტავს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად, მისი თქმით, მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის და გამოხატვის აკრძალვის მიზნით, არაკონსტიტუციური იქნება.