შოთა დიღმელაშვილი: რომ შეზღუდონ გამოხატვის თავისუფლება, უნდა დაწესდეს საგანგებო მდგომაროება

348

აქტივისტ შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, პოლიციას აქვს მითითება, რომ ყველა ვინც ტერიტორიიდან გავა, დააკავონ. დიღმელაშვილმა მიმართა პოლიციას და უთხრა, რომ ისინი ივანიშვილის კერძო დაცვა არიან.

“უკაცრავად ბატონებო, თქვენ ბიძინა ივანიშვილის კერძო დაცვა ხართ, იქამდე სანამ უკანონო ბრძნაებებს ემორჩილებით, პოლიციის მინისტრი არიას ივანიშვილის კერძო დაცვის უფროსი.”

აქციაზე მყოფებს კი შოთა დიღმელაშვილმა უთხრა, რომ მათ კონსტიტუციური უფლება აქვთ იდგენენ რუსთაველის გამზრიზე.

“თქვენ გაქვთ აბსოლუტურად კანონიერი უფლება იყოთ აქ, არავინ არ მოგატყუოთ, იმიტომ რომ გამოხატვის თავისუფლებას იცავს კონსტიტუცია. პრეზიდენტმა უნდა გამოსცეს დეკრეტი და შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, იმისათვის, რომ მათ თავისუფალი შეკრება აგიკრძალონ. ამას ვერ აკეთებენ არცევნების გამო, შესაბამისად, შესაბამისად, ბრძანება, რომ თქვენ ღამის 10-დან დილის 5-მდე შეგეზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება არის უკანონო,” – მიმართა შოთა დიღმელაშვილმა დემონსტრანტებს.

22 საათი შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შვიდ ქალაქში, მათ შორის, თბილისში შეზღუდვები ძალაში შევიდა, რომლის თანახმადაც, 22 საათის შემდეგ ქალაქში გადაადგილება შეიზღუდა.

ამის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მოძრაობის “სირცხვილია” ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია დაიწყო. მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერები აცხადებენ, რომ მათ კონსტიტუციური უფლება აქვთ, იმყოფებოდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ისინი ხელისუფლების მიერ სპეციალურად აქციებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან.

ცოტა ხნის წინ აქციაზე პოლიციამ მოძრაობის სამი აქტივისტი დააკავა. დაკავებულები არიან გიორგი მჟავანაძე, ნოდარ რუხაძე და ლექსო მაჭავარიანი. მათი დაკავება ტერიტორიაზე შეშის შეტანის მცდელობას მოყვა.

როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია დღეს 18:00 საათზე განახლდა. მოთხოვნები უცვლელია – თამარ ჟვანიას გადადგომა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

დღევანდელ აქციაზე ოპოზიციამ სამოქმედო გეგმაც გამოაცხადა, რომელიც აქციის მონაწილეებს ნიკა მელიამ გააცნო. მისი თქმით, შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.