პოლიციამ პარლამენტთან მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო

480

პოლიციამ პარლამენტთან მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ამ წუთებში სამართალდამცავებს ტერიტორიიდან არაერთი პირი გაჰყავთ.

დაკავება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება. ცოტა ხნის წინ პარლამენტთან საპატრული პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე მივიდა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ახალაგაზრდული მოძრაობის წევრი გიორგი მჟავანაძე და ნოდარ რუხაძე. ასევე დაკავებულია აქტივისტი ლექსო მაჭავარიანი.

პოლიცია ახალგაზრდებს შეშით გადაადგილებას უკრძალავს.

ცნობისთვის, კომენდანტის საათის ამოქმდებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე წუთია დარჩენილი.