"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ვარშალომიძე ეხმაურება გრიგოლ ვაშაძის განცხადებას და ამბობს, რომ მისი პოზიცია პარლამენტში არშესვლასა და ბრძოლის გაგრძელებაზე უცვლელია. "ჩემი პოზიცია თანამოაზრეების მსგავსად ურყევია. უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგად მონიჭებულ მანდატებზე! ასევე უცვლელი რჩება ჩვენი სტრატეგია - ხალხთან ერთად მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - წერს ლევან ვარშალომიძე ფეისბუქის გვერდზე. შეგახსენებთ, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობის”ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა  განცხადება,...
პოლიტიკური პარტიები „გირჩი“, „ევროპული საქართველო,“ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ „გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას“. განცხადების თანახმად, აღნიშნული პოლიტიკური პარტიები მზად არიან გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის. „ივანიშვილის რეჟიმმა უკვე ბევრჯერ გვაჩვენა, რომ აპირებს უკანონო ძალის გამოყენებით ხელისუფლების შენარჩუნებას. ცესკოს წინ მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევა წყლის ჭავლით და გუშინ სამოქალაქო აქტივისტების უკანონო...
"ურთიერთგამომრიცხავი განცხადების შეფასება ძალიან მიჭირს", — ასე შეაფასა ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფაერიძემ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით. "ოთხი პარტია შევჯერდით განცხადების ირგვლივ, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ცესკოს შედეგები ჩვენთვის პრაქტიკულად გაყალბებული შედეგებია, აქედან გამომდინარე, ვაპირებთ იგივე კურსი გავაგრძელოთ, არ ვაპირებთ პარლემენტში...
წყალმომარაგების კომპანიის მიერ აქტიურად მიმდინარეობს რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობა. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ამჯერად, დაბა ხარაგაულის წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე გამოცხადდა ტენდერი. „დაინტერესებულ პირებს წინადადებების წარდგენა 15 ნოემბრიდან - 20 ნოემრბის ჩათვლით შეეძლებათ. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. დღეის მდგომარეობით დაბა ხარაგაულში არ არსებობს წყალარინების ცენტრალიზებული სისტემა, რაც გარემოს დაბინძურების რისკებთან არის დაკავშირებული. პროექტის ფარგლებში მოეწყობა კანალიზაციის ჭები,...
წინა სტატია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, მეორე განცხადებას ავრცელებს და დამატებით განმარტავს, რომ მოქალაქეების პროტესტი უნდა გაგრძელდეს. "სპეციალურად მათთვის, ვინც კითხვა არ იცის: მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; მოქალაქეების პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი მოლაპარაკებების სახით ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და პარლამენტში არ შევდივართ ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა...
წინა სტატია არ შევდივარ პარლამენტში, არ ვაღიარებ არჩევნებს და მილიონებიც არ დამიხარჯავს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ კახა ოქრიაშვილმა განუცხადა, რომლის პარტიაც “ნაციონალური მოძრაობასთან“ ერთად ერთ საარჩევნო ბლოკშია. “ჩვენ ვართ პარტია “პროგრესი და თავისუფლება“ და პარლამენტში შესვლის საკითხზე ზუსტად ისეთივე პოზიცია გვაქვს, რაც ყველა ოპოზიციურ პარტიას. პარლამენტში არ შევდივართ და როგორც ვიცი, არავინ არ შედის“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა. დღეს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს...
წინა სტატია გაერთიანებული ოპოზიციის ენმ — ძალა ერთობაშიას წევრის, თამარ კორძაიას თქმით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება მის პერსონალურ პოზიციას გამოხატავს და არა ბლოკის. "ბლოკის პოზიცია უცვლელია, მაგრამ ეს არის ბატონი გრიგოლის პერსონალური პოზიცია, რაც, ასევე, გასათვალისწინებელია ჩვენთვისაც, ყველასთვის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელია ხელისუფლებისათვის, რადგან ჩვენ ახლა მოვისმინეთ არჩილ თალაკვაძის თავხედური, მშვიდი ტონით გაკეთებული განცხადება, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ...
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია გაუგებარს და დამაბნეველს უწეოდებს ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადასვლის შესახებ. ბოკერია ეოდება ოციფიალურ განცხადებას ენმ-დან. "რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი და დამაბნეველი განცხადებაა და ველოდებით პარტიისგან, ნაციონალური მოძრაობისაგან და მისი თავჯდომარისაგან მკაფიო განცხადებას, რას გულისხმობს და რისი თქმა უნდოდა, რამე ცვლილება არის თუ არა მათ პოზიციაში", — ამბობს ბოკერია. მისი თქმით,...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ვაშაძის პოზიცია არ იყო შეთანხმებული პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან. "გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია. სამწუხაროა, რომ პარტიის თავჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს. ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ", — წერს დეკანოიძე. დღეს გავრცელდა ენმ-ის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, სადაც...
თბილისის პარალელურად, გადადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, ბათუმშიც მთელი ღამე მთავრობის სახლთან გაათენეს აქციის მონაწილეებმა. მათი მთავარი მოთხოვნებიც ხელახალი არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათვისუფლებაა. წუხელ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. სამართალდამცველების განმარტებით, გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევის გამო ყველა ის მოქალაქე დაჯარიმდება, ვინც წუხელ მთავრობის სახლთან იყო. მათ რამდენიმე მოქალაქეს ფოტოებიც გადაუღეს, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. "დღეს კიდევ ერთი კარამი დავამატეთ, რაც იმას...
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ დიდუბის 27-ე უბანზე გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ 30 ხმა დააკლეს. მისი თქმით, ბიულეტენები ფაქტობრივად "ნაგავში გადადგებული ოპოვეს". "სასამართლომ საია-ს საჩივარი დააკმაყოფილა და დიდუბის 27-ე უბნის გადათვლა დაავალა საოლქოს. გაგიკვირდებათ, და “მოქალაქის” 30 ბიულეტენი იპოვეს ფაქტობრივად ნაგავში გადაგდებული. შედეგების ოქმში ეწერა 2 ხმა, არადა 32 ხმა ჰქონდა აღებული “მოქალაქეს” ამ უბანზე!" - წერს ალეკო...
წინა სტატია თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის! - ასე ეხმაურება ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი ამავე გაერთიანების ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციას პროცესის მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანისკენ მოუწოდა.  "რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ რომ კორონაა? ანუ, ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება...
გარდა იმისა, რომ პარტიებს უკვე აქვთ განსხვავებული პოზიციები, მაგალითად , "ნაციონალური მოძრაობაშიც" არიან ადამიანები, რომელთგანაც თითოეულს რამდენიმე მილიონი აქვს დახარჯული ამ არჩევნებზე და მათ პირდაპირ ინტერესებშია პარლამენტში შემოსვლა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არის რამდენიმე განსხვავებული ინტერესი, რომელიც ფულის ხარჯვასთან და რეალობის აღქმასთანაა დაკავშირებული და რაც საბოლოო ჯამში, მათ პარლამენტში შესვლისკენ...
აუცილებლად მიმაჩნია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით, - ამ შინაარსის მიმართვას ავრცელებს "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარე, ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც ნიუპოსტი უცვლელად გთავაზობთ. "საქართველო ძალზედ სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება - სახეზეა ოთხი უმძიმესი გამოწვევა - ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და დემოგრაფიული. ამას ემატება კორონავირუსის კონტროლიდან გასული მსოფლიო ეპიდემია. ამავე დროს, უკიდურესად...
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გამომდინარე იქიდან, ცესკოს შენობაზე დემონსტრანტების მხრიდან "უმძიმესი შტურმი" განხორციელდა, წყლის ჭავლი ის მინიმალური ზომა იყო, რომელიც სამართალდამცავებმა გამოიყენეს. მისი შეფასებით, იქ "სათანადოდ" იყო დაცული პროპორციულობის პრინციპი. "რაც შეეხება წყლის ჭავლის გამოყენებას, ვახსენე, ასევე, ალეკო ელისაშვილის აღიარება, რომ იყო უმძიმესი შტურმი სხვადასხვა ფორმით განხორციელებული, მათ შორის ქვების დაშენით, ღობის შენგრევით, შტურმი იყო მიტანილი ცესკოს...
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველო და მთლიანი ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გააგრძელებს, მათ შორის 21 ნოემბერსაც, როდესაც ფიქტიური მეორე ტურები გაიმართება. ბოკერიას თქმით, ამ ვითარებაში მთლიან ოპოზიციას პარლამენტში არშესვლით ცუდი ნაბიჯის გადადგმა უწევს, რადგან მისი ალტერნატივა ბევრად უარესი და ქვეყნისთვის საზიანოა. „არანაირ უპირატესობას იმისა, რომ რაღაც საბოლოო თარიღები ვუთხრათ ივანიშვილის რეჟიმს, მათ შორის ამ ფსიქოლოგიურ დაპირისპირებაში, არ მივანიჭებ. უახლოესი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ