დაბა ხარაგაულში წყალარინების ახალი სისტემა მოეწყობა

424

წყალმომარაგების კომპანიის მიერ აქტიურად მიმდინარეობს რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობა. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ამჯერად, დაბა ხარაგაულის წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე გამოცხადდა ტენდერი.

„დაინტერესებულ პირებს წინადადებების წარდგენა 15 ნოემბრიდან – 20 ნოემრბის ჩათვლით შეეძლებათ. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. დღეის მდგომარეობით დაბა ხარაგაულში არ არსებობს წყალარინების ცენტრალიზებული სისტემა, რაც გარემოს დაბინძურების რისკებთან არის დაკავშირებული. პროექტის ფარგლებში მოეწყობა კანალიზაციის ჭები, გამყვანი კოლექტორი და წყალარინების ქსელი. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები 8 თვეში დაასრულოს, რის შემდეგაც დაბა ხარაგაულის მოსახლეობა წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით შეძლებს სარგებლობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.