მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში მოქმედი ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობა, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად პირთა რეგისტრაციისა და მოქმედი შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიემინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ყურადღება გამახვილდა მთავრობის მიერ გამოცხადებული მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის პროცესის შეუფერხებელ განხორციელებაზე. როგორც ფინანსთა მინისტრმა სხდომაზე აღნიშნა, შემოსავლების სამსახურში...
გორის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ კარალეთში არსებულ რიტუალების 150 ლარად აქირავებს. შესაბამისი განაცხადი უწყება ელექტრონული აუქციონების პლატფორმაზე გამოაქვეყნა. "შენობამ არ უნდა დაკარგოს დანიშნულება და იფუნქციონიროს როგორც რიტუალების სახლმა" , - ვკითხულობთ აუქციონის პირობებში. მიწის ფართობი 855 კვადრატული მეტრია, ხოლო უშუალოდ შენობის ფართი 330 კვადრატულია. დაინტერესებულ პირს მერია ფართს 4 წლის ვადით გადასცემს იმ პირობით, თუ კი მოიჯარე შენობაში მოაწყობს სველ წერტილებს და უზრუნველყოფს შესაბამისი ინვენტარით. აღსანიშნავია,...
"ტენდერის ჩატარებისას იგებს ის კომპანია, ვინც საუკეთესო შეთავაზება გააკეთა. თუ ეს არის ჩინური კომპანია, რატომაც არა?", — ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი პოლონეთის ელჩს საქართველოში, რომლის განცხადებითაც, მისთვის გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველო გზების მშენებლობისთვის ჩინურ კომპანიებს იწვევს, მაშინ, როცა პოლონეთსაც შეუძლია კარგი გვირაბების მშენებლობა. ამის შესახებ On.ge წერს. "აქ არის არა მხოლოდ ევროკავშირის ფული, არამედ აზიის განვითარების...
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოსგან მიღებულ შენიშვნებზე მუშაობენ. გორის მერის განმარტებით, საკრებულოს წევთა მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში გასათვალისწინებელია, ჩასწორებულ ვერსიას კი ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს 10 დეკემბერს გაუგზავნის. "ვმუშაობთ იმ შენიშვნებზე, რაც ახალ ბიუჯეტტთან დაკავშირებით საკრებულოსგან მივიღეთ. 10 დეკემბერს გადაეგზავნება კირექტირებული ვერსია"-აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი.
4 დეკემბრის #732 მთავრობის დადგენილებით მისაწვდომი ეროვნული სტანდარტები დამტკიცდა, რაც ნიშნავს, რომ არცერთი შენობა-ნაგებობა თუ ინფრასტრუქტურული მოწყობა, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა, ვერ განხორციელდება ყველა კატეგორიის ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანის საჭიროების გათვალისწინების გარეშე. ამის შესახემ ინფორმაციას ღია საზოგადოების ფონდი ავრცელებს. მათი ცნობით, ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 1 მარტიდან შევა და ამ პერიოდის შემდეგ გაცემულ სამშენებლო ნებართვებს შეეხება. "შესაბამისად, რეგლამენტში წარმოდგენილი ტექნიკური კრიტერიუმები ადგილებს,...
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციამ საპროტესტო აქცია დღესაც გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ დღეს აშშ-ისა და ევროკავშირის დროშები მიიტანეს იმის ნიშნად, რომ ისინი საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობისთვის ძალისხმევას არ იშურებენ. „ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ყველაზე მეტად გვეხმარებიან იმაში, რომ ქვეყანა დემოკრატიულად განვითარებული და უკეთესი...
ქედის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 12 მილიონ 411 700 ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტს 1 მილიონი ლარით აღემატება. აქედან აჭარის მთავრობის ტრანსფერი 3 600 000 ლარია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის პროექტი საკრებულომ კომისიებში განიხილა და შენიშვნების სახით მერიას უკვე გადაუგზავნა, დღეს კი საჯარო განხილვაა დაგეგმილი. თვის ბოლოსთვის კი პროექტს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ. ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტებს შორისაა ინფრასტრუქტურული...
იფრიალებს თუ არა ორწლიანი მცდელობის შემდეგ ძლივს აღმართული დროშა ქუთაისში, ამიერიდან ეს ამინდის პროგნოზზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. ქუთაისის მერია იტყობინება, რომ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ქალაქში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რის გამოც ნიკეას ქუჩაზე აღმართულ დროშას დაუშვებენ. ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოსალოდნელი კრიტიკისგან თავის ასარიდებლად ამჯერად თადარიგი დაიჭირა და მოსახლეობას წინასწარ ამცნო, რომ თუ 49 959 ლარიან სადგარზე დამაგრებული დროშა...
ძალიან ცუდია, რომ დაზღვევა არ აქვთ - მერიას არ აქვს უფლება ამ ადამიანებს დაეხმაროს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, ლილოს დასახლებაში სასაწყობე ფართში გაჩენილი ხანძრით დაზარალებული მოქალაქეების დახმარების შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, არაერთი მოწოდება იყო, რომ ყველას უნდა დაეზღვია საკუთარი პროდუქცია. “ის, რომ დაზღვევა არ ჰქონდათ ძალიან ცუდია იმიტომ, რომ ძალიან ბევრჯერ გაკეთდა მოწოდებები. ჩვენ სამწუხაროდ, გვქონდა ბევრი ასეთი...
ხარაგაულის ახალარჩეული მერი კობა ლურსმანაშვილი მერიის სამსახურებში საკადრო ცვლილებებს აპირებს. ორი მოადგილის ნაცვლად სამი მოადგილე ეყოლება, – ერთი მოადგილე ინფრასტრუქტურას უხელმძღვანელებს, მეორე – ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებს, პირველ მოადგილეს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხების მართვა დაევალება. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მისი გამგებლობის პერიოდში სამი მოადგილით მუშაობა ეფექტური იყო და „ამაზე იმდროინდელი ციფრები მეტყველებს. ზოგიერთი თანამშრომლის გამოცდილება და კვალიფიკაცია,...
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 135 ათას ლარს ითხოვს. ჯანდაცვის ცენტრმა 2020 წელსაც ამ ოდენობის სუბსიდია მიიღო. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. ამ ორგანიზაციის ბუღალტერი ელენე თხელიძე განმარტავს, რომ 135 ათასი ლარიდან 22 თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურებისთვის 116 280 ლარი განისაზღვრა, რაც სუბსიდიის 86%-ია. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2021 წლის ბიუჯეტში ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერებისთვის თანხა აღარ დაიგეგმა. ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე მიიჩნევს, რომ ამ პროექტს...
ხარაგაულის მოსახლეობა სოფლებში გაზიფიცირების დაჩქარებას ითხოვს, - ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. სოფლებში გაზიფიცირებასთან დაკავშირებით ხარაგაულის ახალარჩეული მერი კობა ლურსმანაშვილი განმარტავს, რომ პარლამენტში მისი საქმიანობის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით წელიწადში გაზიფიცირებისთვის გამოყოფილი თანხა 20 მლნ ლარიდან 50 მლნ ლარამდე გაიზარდა და დღეს კიდევ მეტადაა გაზრდილი. ვარძიაში ცენტრალური გაზსადენის მშენებლობა სრულდება, ფარცხნალში, კიცხსა და ლაშეში მომხმარებელთა ჩართვის პროცესია დაწყებული. მთავრობის განკარგულებით, 2020-2023 წლების გაზიფიცირების...
video
ახალციხის მუნიციპალიტეტში პროექტი „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ დასრულდა. 37 საპროექტო წინადადებიდან ერთი საუკეთესოს შესარჩევად 700-ზე მეტმა ახლციხელამ მიიღო მონაწილეობა.  ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.  მოქალაქეთა მიერ წარდგენილი ინიციატივებიდან, "აბის" დასახლებაში სპორტული ტრენაჟორების მოწყობის იდეამ გაიმარჯვა. გამარჯვებული პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან 50 000 ლარით დაფინანსდება. სიუჟეტი მომზადებულია პროექტის „მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის პიარ კამპანია ახალციხეში“ ფარგლებში, USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით.
რუსთავის ცენტრალურ პარკში გასული წლის მსგავსად საახალწლო სოფელი აღარ მოეწყობა. როგორც რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა დავით შანიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, გაუქმდა ყველა სახის საახალწლო ღონისძიება და აქტივობა, რომელიც ქალაქში იყო დაგეგმილი. შანიძის თქმით, მიზეზი ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია და ამოქმედებული კოვიდრეგულაციები გახლავთ. როგორც რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, წინასაახალწლო აქტივობებიდან, წელს, მხოლოდ ბავშვებისთვის სასაჩუქრე...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” სამოქალაქო საბჭოების წევრებმა ახალციხესა და ადიგენში 40-ზე მეტი ინფრასტრუქტული პრობლემა/საჭიროება გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს. "ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები მოქალაქეთა იდენტიფიცირებულ საჭიროებებს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში მაქსიმალურად გაითვალისწინებენ. ადიგენში მცხოვრები აქტიური მოქალაქეები წელს ჩვენს სამოქალაქო საბჭოებს პირველად შემოუერთდნენ. სოფლების დიდ ნაწილში პრობლემურია შიდა საუბნო გზების, სანიაღვრე არხების არსებული მდგომარეობა, გარეგანათებისა და სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების გაუმართაობა, ახალციხესთან დამაკავშირებელ გზაზე კლდოვანი...
ფოთის მერის გოჩა კურდღელიას ბიზნესპარტნიორისა და მეგობრის რამაზ გუჯაბიძის წილობრივ მფლობელობაში არსებულმა კომპანიამ - შპს „ხალიბმა” სახელმწიფო შესყიდვებიდან 2012 წლიდან დღემდე 306,520 ლარი მიიღო, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "რამაზ გუჯაბიძე ათამდე კომპანიაში ფლობს წილს ან/და იკავებს დირექტორის თანამდებობას. მათგან ხუთ კომპანიაში იგი ფოთის მერის ბიზნესპარტნიორია: შპს “მეტალექს +” - 2.5% წილის მფლობელი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ