გორის მუნიციპალიტეტის მერიაში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოსგან მიღებულ შენიშვნებზე მუშაობენ.
გორის მერის განმარტებით, საკრებულოს წევთა მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში გასათვალისწინებელია, ჩასწორებულ ვერსიას კი ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს 10 დეკემბერს გაუგზავნის.
“ვმუშაობთ იმ შენიშვნებზე, რაც ახალ ბიუჯეტტთან დაკავშირებით საკრებულოსგან მივიღეთ. 10 დეკემბერს გადაეგზავნება კირექტირებული ვერსია”-აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი.