გორის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ კარალეთში არსებულ რიტუალების 150 ლარად აქირავებს.
შესაბამისი განაცხადი უწყება ელექტრონული აუქციონების პლატფორმაზე გამოაქვეყნა.
“შენობამ არ უნდა დაკარგოს დანიშნულება და იფუნქციონიროს როგორც რიტუალების სახლმა” , – ვკითხულობთ აუქციონის პირობებში.
მიწის ფართობი 855 კვადრატული მეტრია, ხოლო უშუალოდ შენობის ფართი 330 კვადრატულია.
დაინტერესებულ პირს მერია ფართს 4 წლის ვადით გადასცემს იმ პირობით, თუ კი მოიჯარე შენობაში მოაწყობს სველ წერტილებს და უზრუნველყოფს შესაბამისი ინვენტარით.
აღსანიშნავია, რომ შენობაში დაზიანებულია იატაკი და კედლები.