ქედის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 12 411 700 ლარითაა განსაზღვრული

410

ქედის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 12 მილიონ 411 700 ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტს 1 მილიონი ლარით აღემატება. აქედან აჭარის მთავრობის ტრანსფერი 3 600 000 ლარია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის პროექტი საკრებულომ კომისიებში განიხილა და შენიშვნების სახით მერიას უკვე გადაუგზავნა, დღეს კი საჯარო განხილვაა დაგეგმილი.

თვის ბოლოსთვის კი პროექტს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.

ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტებს შორისაა ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამები.