“დაგეგმე შენი ბიუჯეტი!” – ახალციხის მუნიციპალიტეტში გამარჯვებული პროექტი ცნობილია

491

ახალციხის მუნიციპალიტეტში პროექტი „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ დასრულდა. 37 საპროექტო წინადადებიდან ერთი საუკეთესოს შესარჩევად 700-ზე მეტმა ახლციხელამ მიიღო მონაწილეობა.  ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. 

მოქალაქეთა მიერ წარდგენილი ინიციატივებიდან, “აბის” დასახლებაში სპორტული ტრენაჟორების მოწყობის იდეამ გაიმარჯვა. გამარჯვებული პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან 50 000 ლარით დაფინანსდება.

სიუჟეტი მომზადებულია პროექტის „მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის პიარ კამპანია ახალციხეში“ ფარგლებში, USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით.