2021 წელს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სუბსიდიის 86% ხელფასებში დაიხარჯება

365

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 135 ათას ლარს ითხოვს. ჯანდაცვის ცენტრმა 2020 წელსაც ამ ოდენობის სუბსიდია მიიღო. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

ამ ორგანიზაციის ბუღალტერი ელენე თხელიძე განმარტავს, რომ 135 ათასი ლარიდან 22 თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურებისთვის 116 280 ლარი განისაზღვრა, რაც სუბსიდიის 86%-ია.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2021 წლის ბიუჯეტში ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერებისთვის თანხა აღარ დაიგეგმა. ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე მიიჩნევს, რომ ამ პროექტს „სხვაგვარი ადმინისტრირება“ სჭირდება.

2017 წლიდან ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების პროექტის განხორციელებისთვის ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ყოველწლიურად 5 800-5800 ლარით ფინანსდებოდა.