ქუთაისის მერია, დროშას, რომელსაც ორი წელი კიდებდა, ქარის გამო ჩამოხსნის

444
იფრიალებს თუ არა ორწლიანი მცდელობის შემდეგ ძლივს აღმართული დროშა ქუთაისში, ამიერიდან ეს ამინდის პროგნოზზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

ქუთაისის მერია იტყობინება, რომ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ქალაქში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რის გამოც ნიკეას ქუჩაზე აღმართულ დროშას დაუშვებენ.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოსალოდნელი კრიტიკისგან თავის ასარიდებლად ამჯერად თადარიგი დაიჭირა და მოსახლეობას წინასწარ ამცნო, რომ თუ 49 959 ლარიან სადგარზე დამაგრებული დროშა მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში არ იფრიალებს, არ იფიქრონ რომ ის ქარმა დააზიანა, არამედ იცოდნენ, რომ მერიამ დროშა შეგნებულად დაუშვა.
“ერთკვირიანი პროგნოზიდან გამომდინარე, ქუთაისში მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო, საქართველოს დროშა დროებით დაშვებული იქნება”, – ასე აფრთხილებს მოსახლეობას ქუთაისის ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისი”.