პარლამენტი პირველ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევს, დააკომპლექტებს სპიკერატს და კენჭს კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურებს უყრის. აღნიშნული თანამდებობის პირების არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მოხდება. რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, პარლამენტის სპიკერის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას და უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს. აღსანიშნავია, რომ “ქართულმა ოცნებამ“ მეათე მოწვევის პარლამენტის სპიკერის თანამდებობაზე უკვე დაასახელა მოქმედი სპიკერი არჩილ თალაკვაძე. რაც შეეხება ვიცესპიკერებს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პარლამენტის თავმჯდომარის წარდგენით...
უმრავლესობა და უმცირესობა, როგორც საპარლამენტო სტრუქტურა, მეათე მოწვევის პარლამენტში აღარ იარსებებს. პარლამენტში უმრავლესობა შეიქმნება, თუმცა მას როგორც პარლამენტის შემადგენელ სტრუქტურ ერთეულს არ ექნება აპარატი, დაფინანსება, საპარლამენტო ტრიბუნა. არც უმრავლესობის ლიდერი ჩაითვლება პარლამენტის თანამდებობის პირად. შესაბამისად, არც საპარლამენტო უმცირესობა იარსებებს. პარლამენტის ის წევრები კი, რომლებიც უმრავლესობის შემადგენლობაში არ იქნებიან, საპარლამენტო ოპოზიციას განეკუთვნებიან. საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წევრთა სიას, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის...
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დაიწყო. შეხვედრა ამ წუთებში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს. შეხვედრას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელის და პარტიების ლიდერები ესწრებიან. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების სამი რაუნდი ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით უშედეგოდ დასრულდა.
მეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქციის ფორმირება ახალი წესით მოხდება. ფრაქციის შექმნის უფლება ახლა უკვე პარლამენტის არანაკლებ შვიდ წევრს აქვს. ასევე, კონსტიტუციითა და რეგლამენტით, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. აღნიშნული ჩანაწერი კი იმას ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება“ და პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, “ნაციონალური მოძრაობა“ ერთზე მეტ ფრაქციას ვერ შექმნიან, თუმცა იმ პარტიებს, რომელთაც ფრაქციის ფორმირებისათვის...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია იმედს გამოთქვამსს, რომ არ დადასტურდება გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 7 ოპოზიციონერი, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარლამენტში შედის. როგორც ბოკერია აცხადებს, იმედი აქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ მყარ პოზიციას შეინარჩუნებს. „ვისთვისაც მისაღები აღმოჩნდება, რომ პარლამენტში შევიდეს, ბუნებრივია, ამაზე რეაქცია საზოგადოების გადასაწყვეტი იქნება. ოღონდ, მე იმედი მაქვს, ეს საჭირო არ გახდება“,- განაცხადა ბოკერიამ. როგორც ის აღნიშნავს, მომავალში საქართველოსთვის საფრთხის თავიდან...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი პარლამენტში შესვლას გეგმავს. როგორც მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დაწყებამდე განაცხადა, თუ ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება არ მოხდება, პარლამენტში შესვლა არ განიხილება. “არანარი შესვლა არ განიხილება. ეს არის მცდარი ინფორმაცია, არ ვიცი რატომ ვრცელდება ან ვინ ავრცელებს. არანაირი შესვლა-გამოსვლა არ განიხილება, თუ არ იქნება ფუნდამენტურ...
„გირჩი” პარლამენტში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ნამდვილად პარლამენტი - ეს ნიშნავს იმას, რომ იქ უნდა იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ მთავარი, გამარჯვებული ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა” უნდა იყოს იქ, - ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებისას ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, “გირჩის” მომავალი ნაბიჯები დამოკიდებული არის იმაზე, თუ როგორ შეთანხმდება...
თითის გაშვერა მოლაპარაკებების პროცესში არის არასწორი. ჩვენ ახლა გვჭირდება ერთიანობა“, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციის შეხვედრამდე განაცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა არის თუ არა ზეწოლა ოპოზიციური პარტიების მიმართ, როდესაც ისმის „მკაცრი მოწოდებები რომ იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის წევრები პარლამენტში შევლენ ეს ნაბიჯი მათთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება“. საბა ბუაძის თქმით, ოპოზიციური სპექტრიდან რამდენიმე ადამიანის პარლამენტში შესვლა საკუთარი თავის...
„ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, იმ პირობებში, როდესაც "ქართული ოცნება" არ მიდის დათმობაზე ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებზე, რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, მხოლოდ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ "ევროპულმა საქართველომ" პოზიცია შეიცვალოს და პარლამენტში შევიდეს. ბაქრაძეს იმედი აქვს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია შეინარჩუნებს იმ პოზიციას, რაც მათი მხრიდან არაერთხელ იქნა საჯაროდ გაცხადებული პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით. ამასთან, როგორც დავით...
თუ შეთანხმება ვერ შედგება, ამ შემთხვევაში არავინ აპირებდა პარლამენტში შესვლას და ახლა ვნახოთ, - ასე უპასუხა ოპოზიციის შეხვედრაზე მისულმა პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტების კითხვას, შეიძლება თუ არა, რომ დაირღვეს ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, აქამდე მას ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებისგან ასეთი ინფორმაცია ჰქონდა, რომ თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შედეგად შეთანხმება ვერ შედგებოდა, ბოიკოტის რეჟიმი გაგრძელდებოდა. „მე...
ზამთრის სეზონს ბაკურიანი დაკეტილი რესტორნებით, სასტუმროებით, გაჩერებული საბაგიროებით და ჩაკეტილი სათხილამურო ტრასებით ხვდება. პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა კურორტი დამსვენებლის, ადგილობრივები კი, რომელთა უმრავლესობაც თავს გაყიდვებით ირჩენდნენ, შემოსავლის გარეშე დატოვა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ადგილობრივების ნაწილს თავი თხილამურების გაქირავებით გაქონდა, თუმცა იმის გამო რომ სათხილამურო ტრასები დაკეტილია, კურორტს დამსვენებლები არ სტუმრობენ, ადგილობრივები კი ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. სასრიალო ტრასების გახსნას ითხოვენ კორორტში...
მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში მოქმედი ინტენსიური ტესტირების პროგრამის კიდევ უფრო გაფართოება, კოვიდ-სასტუმროებში თერაპიული ელემენტების გაძლიერების შედეგები და შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე აღინიშნა, რომ კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება და მიმდინარე კვირის განმავლობაში ყოველდღიურად, 20 ათასამდე ტესტის ჩატარება იგეგმება. ინტენსიური ტესტირების...
ბათუმში, მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქცია გრძელდება. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, ოპოზიციის 24 - საათიანი პროტესტი გრძელდება. „არ წავალთ სახლში, ვიდრე ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგება და არ მოგვეცემა უფლება ხელისუფლება არჩევნების გზით შევცვალოთ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას. აჭარის უმაღლესი საბჭოს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ბლოკით გასული არც ერთი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში არ...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ,,სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო. ზუგდიდის მერიის ცნობით, პროდუქტის გაცემის პროცესს მონიტორინგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილე კონსტანტინე კაკავამ და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა გაუწიეს. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია უკვე მესამე წელია კვებით უზრუნველყოფის პროგრამას ახორციელებს სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები...
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე კორონავირუსით დაინფიცირდა. ზვიად შალამბერიძის ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი. შალამბერიძეს ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და თვითიზოლაციაში იმყოფება. მასთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა ქუთაისის მერის მოადგილე.
ახალუბნისა და აძვის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ღირებულება 494 994 ლარს შეადგენს. გზის მოანაკვეთის სიგრძე 938 მეტრია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის მოასფალტებასთან ერთად მიმდინარეობს ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა. აღნიშნულ გზის მონაკვეთზე გადაადგილებისას სერიოზული პრობლემები ექმნებოდათ როგორც მძღოლებს ასევე ქვეითებს.  იგეგმება ასევე აძვისა და ჯარიაშენის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციაც.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ