იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს Covid-19 დაუდასტურდა

400

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე კორონავირუსით დაინფიცირდა. ზვიად შალამბერიძის ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი.

შალამბერიძეს ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და თვითიზოლაციაში იმყოფება.

მასთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა ქუთაისის მერის მოადგილე.