ახალუბნისა და აძვის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ღირებულება 494 994 ლარს შეადგენს. გზის მოანაკვეთის სიგრძე 938 მეტრია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის მოასფალტებასთან ერთად მიმდინარეობს ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა.
აღნიშნულ გზის მონაკვეთზე გადაადგილებისას სერიოზული პრობლემები ექმნებოდათ როგორც მძღოლებს ასევე ქვეითებს. იგეგმება ასევე აძვისა და ჯარიაშენის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციაც.