უმრავლესობა და უმცირესობა, როგორც საპარლამენტო სტრუქტურა, მეათე მოწვევის პარლამენტში აღარ იარსებებს

356

უმრავლესობა და უმცირესობა, როგორც საპარლამენტო სტრუქტურა, მეათე მოწვევის პარლამენტში აღარ იარსებებს.

პარლამენტში უმრავლესობა შეიქმნება, თუმცა მას როგორც პარლამენტის შემადგენელ სტრუქტურ ერთეულს არ ექნება აპარატი, დაფინანსება, საპარლამენტო ტრიბუნა. არც უმრავლესობის ლიდერი ჩაითვლება პარლამენტის თანამდებობის პირად.

შესაბამისად, არც საპარლამენტო უმცირესობა იარსებებს. პარლამენტის ის წევრები კი, რომლებიც უმრავლესობის შემადგენლობაში არ იქნებიან, საპარლამენტო ოპოზიციას განეკუთვნებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წევრთა სიას, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით, რეგისტრაციაში ბიურო გაატარებს.