ცაგერის მუნიციპალიტეტში „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა“ და ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ იმ ოჯახებს, სადაც ხანდაზმული ადამიანები ცხოვრობენ. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სასაჩუქრე ნაკრები მოიცავდა ჰიგიენურ საშუალებებს და სასურსათე პროდუქტებს. „ადგილზე სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მაქარაშვილი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან ერთად იმყოფებოდა. აღნიშნული ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს რეგიონის ხელისუფლებასთან, რაც გულისხმობს მომავალში არაერთი ღონისძიების განხორციელებას“, - აღნიშნულია...
video
ბათუმის მუნიციპალიტეტში ადლიის დასახლება წყლისა და საკანალიზაციო სისტემის გარეშეა. გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისგან აღებული 60 მილიონი, რომელიც შემოერებულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციის სისტემის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა, მთავრობამ წელს კოვიდპანდემიასთან ბრძოლისკენ მიმართა, საჭირო თანხები კი ბათუმის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში არ ჩანს. როგორ ცხოვრობს მოსახლეობა იქ, სადაც წყალსაც კუსტარულად იღებენ და ღია საკანალიზაციო ჭებიც ხელით აქვთ გათხრილი, პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე კი დასახლებაში მაინ...
ბოლო შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რიგგარეშე არჩევნებზეც თანახმა ვართ, ოღონდ ნებისმიერი ფორმით გადავთვალოთ და დაგვიდასტურეთ, რომ 1% მაინც გაყალბდაო, - ამის თაობაზე „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “ფეისბუქ“ მიმართვაში განაცხადა. ელისაშვილის თქმით, სრული პასუხისმგებლობით შეუძლია ასევე იმის თქმა, რომ მოთხოვნათა 99%-ს, რაც საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო წესებს ეხება, “ქართული ოცნება“ ეთანხმება და ოპოზიციას დასტური მისცა. "ბოლო შეხვედრაზე "ქართულმა ოცნებამ" გვითხრა, რომ რიგგარეშეზეც თანახმა ვართო,...
ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი, მიმდინარე წელთან შედარებით, კოვიდ პანდემიის გამო 7 მილიონი ლარით შემცირდა და იგი 151 მილიონი ლარი იქნება. თუმცა, გაიზარდა რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მუნიციპალიტეტის 2021 წლის  ფინანსური დოკუმენტიდან  ყველაზე მეტი  თანხა ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე დაიხარჯება. რისთვისაც ბიუჯეტში 68 მილიონ 879 ათას 200 ლარია გათვალისწინებული. ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე კი  მერია 15 მილიონ...
20 მილიონ 418 ათას 9 ლარი იქნება ხელვაჩაურის 2021 წლის ბიუჯეტი. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში კოვიდ პანდემიის გამო 520 ათასით ლარი დაემატა ჯანდაცვას, თანხა ახალ პროგრამაზე დაიხარჯება. რაც მოწყვლადი ჯგუფების 200 ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერით დახმარებას ითვალისწინებს. საერთო ჯამში, სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის სფეროსთვის ხელვაჩაურის მერიამ მილიონ 331 ათას 604 ლარი  გაითვალისწინა. 7 მილიონამდე ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის 3 მლნ...
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა მოხდება თუ არა წელს სოციალურად დაუცველებისთვის და ბაღის აღსაზრდელებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის, ეკატერინე მგელაძის ინფორმაციით, 2020 წლის ბოლოს საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მიიღებენ საახალწლო საჩუქრებს პროდუქტებთან ერთად. „ასევე, იგეგმება საჩუქრების გადაცემა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ბავშვთა დღის ცენტრების და უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებისთვის, ასევე, შშმ პირებისთვის“, - განაცხადა ეკატერინე მგელაძემ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსი მაკა სულაბერიძე ამბობს,...
რუსთავში 6 საბავშვო ბაღის ეზოების კეთილმოწყობა იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კომპანიის შესარჩევად ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ტენდერები უკვე გამოაცხადა. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს. ტენდერების მიხედვით ამ ეტაპზე იგეგმება: N11, N22, N23, N27, N3 და N36 საბავშვო ბარების ეზოების კეთილმოწყობა. პროექტის ფარგლებში მოხდება: ბაღების ეზოებში არსებული ასფალტის საფარის რეაბილიტაცია, დემონტაჟი გაუკეთდება არსებულ საფარს და ბორდიურს, მომზადდება საფუძველი, მოეწყობა ახალი ბეტონის ბორდიური, ახალი ასფალტის საფარი მოეწყობა როგორც...
„დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, სამწუხაროდ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა ყოველდღიურად ებრძვის უკანონო ოკუპაციის მძიმე შედეგებს“, - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს. 72 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო, რომელიც განამტკიცებს ყველა ადამიანის სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს,...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, მიუხედავად იმისა, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში 100 ათას მოსახლეზე პირველ ადგილზეა, ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ ამას გაუძლო. "კი ხარვეზებით, მაგრამ ფაქტია, სისტემამ გაუძლო. მეტს ვერ გაუძლებდა, ამისი პროგნოზი რახან იყო, დაწესდა შეზღდვები და ჯერჯერობით ჩანს, რომ შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის", — განაცხადა მან. მისივე თქმით, ამ შედეგებამდე...
7 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, მერის თანაშემწედ ჟანა ნემსაძე დაინიშნა. ჟანა ნემსაძე 2010-2014 წლებში კერძო სექტორში მუშაობდა, 2014-2016 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მდივან-რეფერენტად, ხოლო 2016-2020 წლებში ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელად. ჟანა ნემსაძეს უფლებამოსილების სფეროდ საზოგადოებასთან, არასამთავრობო და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა განისაზღვრა.
ქუთაისის ახლადარჩეული მერის იოსებ ხახალეიშვილის ქონება საკმაოდ მწირად გამოიყურება. იგი მეუღლესთან, დედასთან და სამ შვილთან ერთად ქუთაისში, დუმბაძის ქუჩაზე ცხოვრობს. იოსებ ხახალეიშვილის სახელზე მხოლოდ ორი ქონება, საცხოვრებელი სახლი 140 კვ.მ ფართით და 650 კვ.მ მიწის ნაკვეთი ფიქსირდება. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. დეკლარაციის მიხედვით, ორივე ქონება ქუთაისის მერის სახელზეა რეგისტრირებული. სახლიც და მიწის ნაკვეთიც იოსებ ხახალეიშვილს 2016 წელს, მემკვიდრეობით აქვს...
გორის ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხის მოწყობა დაიწყო. კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები დილიდან გამოჩნდნენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. შიდა ქართლში ყველაზე მაღალი ნაძვის ხე, სწორედ, გორში იქნება. ნაძვის ხის სიმაღლე 22 მ-ია. მისი სიმაღლე საკმაოდ ჩამოუვარდება იმ ნაძვის ხეებს, რომელიც რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს გააჩნიათ. მაგალითად, დოკუმენტაციის მიხედვით, ხაშურის მერია 8 მ-იან ნაძვის ხეს ინახავს, ქარელის მერიას 10 მეტრიანი ნაძვის ხე აქვს...
კომპანია "დანდიმ" გორის მერიას ახალი საახალწლო აქსესუარები გადასცა. 100 000 ლარის ღირებულების სტრინგები და ვარსკვლავები უკვე მონტაჟდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. როგორც კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა გვითხრეს, შარშანდელ აქსესუარებს, რომლებიც უკვე დამონტაჟებულია, ახლადშეძენილი აქსესუარები დაემატება. "გვაქვს ზედმეტი რაოდენობის ნათურები და ახლა ვამატებთ ახლებს," - განაცხადეს კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა. იმიტირებული რკინის ლოლოები ძირითად სტალინის ქუჩაზეა დამონტაჟებული. კომპანია "დანდის" წარმომადგენელმა გორის მერიას გამოუგზავნა ასევე...
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულმა საბავშვო ბაღებმა დროებით ფუნქციონირება შეწყვიტეს და ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ. ამის შესახებ ტვ4 წერს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 1253 აღსაზრდელს, 100 ლარის ღირებულების, სასურსათო პაკეტები დაურიგდა. სურსათის გაცემის პროცესს „სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კორდინაციის დაწესებულების“ ხელმძღვანელი ლელა გოგმაჩაძე ქალაქ ბოლნისის N2 და N3 საბავშვო ბაღებში დაესწრო. საკვები პროდუქტების გაცემის...
ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვისათვის, 450 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად უნდა შეასრულოს. აღნიშნული ტენდერი მერიამ 7 დეკემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 23-დან 28 დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.
video
ამერიკაში მოღვაწე თელაველი ექიმის ქველმოქმედება. დავით მრელაშვილმა პულსოქსიმეტრები, ჟანგბადის კონცენტრატორები, სამედიცინო პლანშეტები, LCD ტელევიზორი და ლეპტოპები შეიძინა და სამედიცინო დაწესებულებებს უსასყიდლოდ გადასცა. ქველმოქმედებაში ჩაერთო " თელავის ღვინის მარანიც". ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. კომპანიამ 15 სპეცსაწოლი თელავის რაიონულ საავადმყოფოს დღეს ოფიციალურად გადასცა. ინვენტარის გადაცემის ცერემონიას მათთან ერთად კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი დაესწრო.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ