20 მილიონ 418 ათას 9 ლარი იქნება ხელვაჩაურის 2021 წლის ბიუჯეტი. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში კოვიდ პანდემიის გამო 520 ათასით ლარი დაემატა ჯანდაცვას, თანხა ახალ პროგრამაზე დაიხარჯება. რაც მოწყვლადი ჯგუფების 200 ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერით დახმარებას ითვალისწინებს.
საერთო ჯამში, სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის სფეროსთვის ხელვაჩაურის მერიამ მილიონ 331 ათას 604 ლარი გაითვალისწინა. 7 მილიონამდე ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის 3 მლნ ლარი – ფერდ სამაგრ სამუშაოებზე.