450 000-ლარიანი ტენდერი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გზების მოვლა-შენახვისთვის

347

ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვისათვის, 450 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად უნდა შეასრულოს.

აღნიშნული ტენდერი მერიამ 7 დეკემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 23-დან 28 დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.