7 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, მერის თანაშემწედ ჟანა ნემსაძე დაინიშნა.
ჟანა ნემსაძე 2010-2014 წლებში კერძო სექტორში მუშაობდა, 2014-2016 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მდივან-რეფერენტად, ხოლო 2016-2020 წლებში ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელად.
ჟანა ნემსაძეს უფლებამოსილების სფეროდ საზოგადოებასთან, არასამთავრობო და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა განისაზღვრა.