რუსთავში 6 საბავშვო ბაღის ეზოების კეთილმოწყობა იგეგმებ

373

რუსთავში 6 საბავშვო ბაღის ეზოების კეთილმოწყობა იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კომპანიის შესარჩევად ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ტენდერები უკვე გამოაცხადა. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.

ტენდერების მიხედვით ამ ეტაპზე იგეგმება: N11, N22, N23, N27, N3 და N36 საბავშვო ბარების ეზოების კეთილმოწყობა.

პროექტის ფარგლებში მოხდება: ბაღების ეზოებში არსებული ასფალტის საფარის რეაბილიტაცია, დემონტაჟი გაუკეთდება არსებულ საფარს და ბორდიურს, მომზადდება საფუძველი, მოეწყობა ახალი ბეტონის ბორდიური, ახალი ასფალტის საფარი მოეწყობა როგორც სარინელზე შენობის გარშემო, ასევე სავალ ნაწილზე, გაზონი გამოიყოფა ბორდიურით, ასევე გათვალისწინებულია ახალი საკანალიზაციო ქსელის გაკეთება წითელ ზოლებში, რაც გარე საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგებას უზრუნველყოფს.

საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოსაწყობად მუნიციპალიტეტიდან 598 968 ლარია გამოყოფილი და ტენდერებში გამარჯვებულმა კომპანიამ/კომპანიებმა სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღეში უნდა დაასრულოს.