გორში 22 მ-იანი ნაძვის ხის მოწყობა დაიწყო

336

გორის ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხის მოწყობა დაიწყო. კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები დილიდან გამოჩნდნენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

შიდა ქართლში ყველაზე მაღალი ნაძვის ხე, სწორედ, გორში იქნება. ნაძვის ხის სიმაღლე 22 მ-ია. მისი სიმაღლე საკმაოდ ჩამოუვარდება იმ ნაძვის ხეებს, რომელიც რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს გააჩნიათ.

მაგალითად, დოკუმენტაციის მიხედვით, ხაშურის მერია 8 მ-იან ნაძვის ხეს ინახავს, ქარელის მერიას 10 მეტრიანი ნაძვის ხე აქვს ბალანსზე, ხოლო კასპის მუნიციპალიტეტს – 13 მ-იანი.

გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერიების წინ საახალწლო ნაძვის ხეები უკვე მოირთო.