გორის მერია საახალწლო განათებების რაოდენობას ზრდის

354

კომპანია “დანდიმ” გორის მერიას ახალი საახალწლო აქსესუარები გადასცა. 100 000 ლარის ღირებულების სტრინგები და ვარსკვლავები უკვე მონტაჟდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

როგორც კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა გვითხრეს, შარშანდელ აქსესუარებს, რომლებიც უკვე დამონტაჟებულია, ახლადშეძენილი აქსესუარები დაემატება.

“გვაქვს ზედმეტი რაოდენობის ნათურები და ახლა ვამატებთ ახლებს,” – განაცხადეს კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა.

იმიტირებული რკინის ლოლოები ძირითად სტალინის ქუჩაზეა დამონტაჟებული.

კომპანია “დანდის” წარმომადგენელმა გორის მერიას გამოუგზავნა ასევე სანტა და საახალწლო ანგელოზები. გორის ქუჩებში 48 ანგელოზი იქნება ჩამოკიდებული, ხოლო სანტა – 2 ცალი.