ამერიკაში მოღვაწე თელაველი ექიმის ქველმოქმედება. დავით მრელაშვილმა პულსოქსიმეტრები, ჟანგბადის კონცენტრატორები, სამედიცინო პლანშეტები, LCD ტელევიზორი და ლეპტოპები შეიძინა და სამედიცინო დაწესებულებებს უსასყიდლოდ გადასცა. ქველმოქმედებაში ჩაერთო ” თელავის ღვინის მარანიც”. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
კომპანიამ 15 სპეცსაწოლი თელავის რაიონულ საავადმყოფოს დღეს ოფიციალურად გადასცა. ინვენტარის გადაცემის ცერემონიას მათთან ერთად კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი დაესწრო.