ცაგერის მუნიციპალიტეტში სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ ოჯახებს, სადაც ხანდაზმული ადამიანები ცხოვრობენ

460

ცაგერის მუნიციპალიტეტში „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა“ და ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ იმ ოჯახებს, სადაც ხანდაზმული ადამიანები ცხოვრობენ.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სასაჩუქრე ნაკრები მოიცავდა ჰიგიენურ საშუალებებს და სასურსათე პროდუქტებს.

„ადგილზე სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მაქარაშვილი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან ერთად იმყოფებოდა.

აღნიშნული ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს რეგიონის ხელისუფლებასთან, რაც გულისხმობს მომავალში არაერთი ღონისძიების განხორციელებას“, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.