ბოლნისში ბაღების აღსაზრდელებს 100 ლარიანი სასურსათო პაკეტები დაურიგდათ

440

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულმა საბავშვო ბაღებმა დროებით ფუნქციონირება შეწყვიტეს და ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ. ამის შესახებ ტვ4 წერს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 1253 აღსაზრდელს, 100 ლარის ღირებულების, სასურსათო პაკეტები დაურიგდა.

სურსათის გაცემის პროცესს „სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კორდინაციის დაწესებულების“ ხელმძღვანელი ლელა გოგმაჩაძე ქალაქ ბოლნისის N2 და N3 საბავშვო ბაღებში დაესწრო. საკვები პროდუქტების გაცემის პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად განხორციელდა.

საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ჯამში 121 000 ლარის ღირებულების სურსათი გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მერიამ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სურსათი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი საკარანტინო პერიოდის განმავლობაშიც რამდენჯერმე გადასცა.