პარტია მოქალაქეების ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალები შეთანხმების მიღწევისა და კრიზისიდან გამოსავლის პოვნის ნაცვლად, "მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობენ". ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. "პროცესი გაჭედილია, პარტიების ნაწილს უნდა რომ მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ, ეს არის გიგა ბოკერიას პარტია, ჩემდა გასაოგნებლად, ეს არის პარტია ლელო, რომელიც ბოკერიაზე რადიკალია, ვერ ვიჯერებ მამუკა ხაზარაძეს რატომ აქვს ასეთი პოზიცია, ვერ ავხსენი...
ქართული ოცნების დეპუტატის, თეა წულუკიანის თქმით, მას არანაირი დისკომფორტი არ ექმნება, როცა, მაგალითად, რომან გოცირიძეს ვერ ხედავს პარლამენტში - ასე უპასხა მან კითხვას "რუსთავი 2-ის" ეთერში იმის თაობაზე, უქმნის თუ არა დისკომფორტს ერთპარტიული პარლამენტი. "არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, რომ ვერ ვხედავ ჩემთვის საყვარელ რომან გოცირიძეს ჩემს გვერდზე სკამზე დამჯდარს პარლამენტში", — განაცხადა წულუკიანმა. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიცია არ თვლის ლეგიტიმურად...
გირჩის ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩას განცხადებით, არჩევნების შედეგების მიხედვით დაფინანსების მიღება, არჩევნების აღიარება გამოდის და შესაბამისად — "ფულიც არჩევნების შედეგად გაქვს მიღებული, როგორც ფული აიღე და იბრძვი, ისე აიღე მანდატი და იბრძოლე". ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. "ფულიც არჩევნების შედეგად გაქვს მიღებული, შენ აპროტესტებ რომ მეტი ფული გეკუთვნოდა, მაგრამ ცოტას იღებ, პარლამენტის შემთხვევაში იმავეს რატომ არ აკეთებ, ანუ...
გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, არ უნდა არც ერთ "სპეკტაკლში" მონაწილეობა, რაც მანდატის დაჭრებთან და სიების ჩახსნასთან დაკავშირებით შეიძლება გაიმართოს. ამის შესახებ განცხადება მან რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა. "ჩვენ გასაგებად ვთქვით, რომ არ გვინდა სხვადასხვა ტიპის სპეკტაკლში მონაწილეობა, რომელიც შეიძლება ბევრი გაიმართოს მანდატის დაჭრებთან და სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. მე არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ვინმეს, ვიღაცისთვის შეიძლება ეს ძალიან მნიშვნელოვანი...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თუ გონივრულად არ მივუდექით შეზღუდვების შემსუბუქებას, შესაძლოა კოლაფსი დადგეს. მანვე აღნიშნა, რომ თუ შეზღუდვები არ იქნება გათვალისწინებული, 3-4 ათასი შემთხვევა გეომეტრიული ზრდის შედეგად, რამდენიმე კვირაში 15-20 ათას ინფიცირებულს მიაღწევს, რასაც ჯანდაცვის სისტემა ვერანაირად ვერ გაუძლებს. ამის შესახებ მან იმედის ეთერში განაცხადა. "ევროპაში გადადიან ძალიან მკაცრ შეზღუდვებზე და თუ ჩვენ გონივრულად არ მივუდექით შეზღუდვების შემსუბუქებას, შესაძლო...
შუა საუკუნეებით დათარიღებული სლესის ციხის კოშკის კუთხე ჩამოინგრა. ინფორმაცია ფეისბუქში არჩილ მაისურაძემ გაავრცელა. მაისურაძის თქმით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ციხესიმაგრე ჯერ კიდევ დაუზიანებელი იყო. ამის შესახებ on.ge წერს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მათი ინსპექტირების ჯგუფები, სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე ხვალვე ჩავლენ და ციხის სტრუქტურას შეისწავლიან. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ბექა ბარამიძემ On.ge-ს უთხრა, რომ მომდევნო წლიდან სლესის ციხის სრულფასოვანი...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპისთვის საუბარი შესაძლებელია სტაბილიზაციაზე, მაგრამ ამის შენარჩუნებას ვერ მოახერხებენ, რადგან ქალაქში ძალიან ბევრი მანქანა გადაადგილდება და შეზღუდვები არ არის მკაცრი ან უმკაცრესი. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა. "ამ ეტაპზე შეგვიძლია ვისაუბროთ ინფექციის გავრცელების სტაბილიზაციაზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ხანგრძლივ ჭრილში შევინარჩუნოთ. დღესდღეობით გვყავს 3-4 ათასი ახალი შემთხვევა, მაგრამ არ გვაქვს მოლოდინი, რომ...
ლელოს ერთ-ერთი წევრი, ანა ნაცვლიშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს "ექსკურსიაზე" საჯაროდ იწვევს, რათა თბილისში "უკანონო მშენებლობები აჩვენოს". აღნიშნული განცხადება ნაცვლიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა. "თუ კახა კალაძეს მეტი უკანონო მშენებლობა არ უნახავს, საჯაროდ ვიწვევ მას ექსკურსიაზე თბილისში, მე ვაჩვენებ მშენებლობებს, რომელიც მხოლოდ ფულის ძალით არის კანონიერად გამოცხადებული. მათ შორის, ჩემი სახლის წინ გამოცხადებულ ძალიან დიდ უკანონო კორპუსს თემქაზე", — აცხადებს...
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ დაუშვებელია უნებართვოდ აშენებული შენობა ნაგებობების დემონტაჟი ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე. მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო დემონტაჟს იწყებს, უნდა იყოს შეფასებული ამ შენობებში მცხოვრები ადამიანების უსახლკაროდ დარჩენის რისკები და საჭიროების შემთხვევაში, მერიამ ისინი შესაბამისი თავშესაფრითაც უნდა უზრუნველყოს. "საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია პირების უსახლკაროდ დარჩენის რისკებთან, რაც წარმოშობს სახელმწიფო მხრიდან აღნიშნული რისკების შეფასების...
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" "2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოს რეგიონებში" ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში მიმოიხილავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს, ასევე, არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესზე დაკვირვების შედეგებს აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, წინასაარჩევნო პერიოდში ხშირი იყო ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების შემთხვევები აჭარის რეგიონში. ამასთან, კვლევის თანახმად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხშირად ჰქონდა ადგილი ძალადობრივ ინციდენტებს. სამართალდამცავი ორგანოები, რიგ შემთხვევებში, ადეკვატურად...
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ეხმიანება თბილისში, აფრიკის დასახლებაში, ნებართვის გარეშე აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის პროცესს, მოუწოდებს ქალაქ თბილისის მერიას, შეაჩეროს ძალადობრივი ნგრევა და ის მოქალაქეები, რომლებიც ფაქტობრივად დარჩენ უსახლკაროდ, დროულად უზრუნველყოს თავშესაფრით. ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილება უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შესახებ გამოიწვევს არაერთი ოჯახის ღია ცისქვეშ დარჩენას იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ებრძვის COVID-19-ს და ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, რომ დარჩეს...
აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის მხრიდან ერთი ადამიანის შესვლა სკამისთვის ბრძოლას ნიშნავს, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია აბულაძე, ირაკლი ჩავლეიშვილის საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილებას. გია აბულაძის თქმით, ოპოზიციას ინფორმაცია ჰქონდა, რომ ირაკლი ჩავლეიშვილი მანდატზე უარს აცხადებდა. მისივე თქმით, ირაკლი ჩავლეიშვილის აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციაში გაკვირვებას იწვევს. "ყველა საკუთარ გადაწყვეტილებაზე აგებს პასუხს და ყველამ ამომრჩეველს უნდა უპასუხოს. აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის მხრიდან...
აჭარის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული შვიდი პირი გათავისუფლებულია. ბათუმის საქალაქო სასამართლოს აქციაზე დაკავებული ექვსი პირის ადვოკატმა საქმის გასაცნობად 21 დეკემბრამდე ვადა ითხოვა, ხოლო მეშვიდე დაკავებულის საქმე სასამართლომ განიხილა და 1000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა. როგორც ერთ-ერთი გათავისუფლებული ხათუნა ბერიძე აცხადებს, ისინი ხვალ საგამოძიებო ორგანოს სექსუალური შევიწროების ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავენ. ხათუნა ბერიძის ინფორმაციით, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციის მონაწილეთა დაკავების...
მივიღე გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით , - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, იგი „რესპუბლიკურ პარტიას“ ტოვებს და აცხადებს, რომ პარტიის პოზიცია მისთვის მიუღებელია. "მეგობრებთან ხანგრძლივი განსჯის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით. 1990 წლიდან მოყოლებული, ვიყავი როგორც აჭარის, ასევე ქ. ბათუმის სამი მოწვევის დეპუტატი. ამ ხნის განმავლობაში, ყოველ ჯერზე...
თბილისის მერიასთან აფრიკის დასახლებაში მცხოვრებთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მერიის მიერ სახლების დემონტაჟი გააპროტესტეს და მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათი განცხადებით, აქციები გაგრძელდება. EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორის კოტე ერისთავის თქმით, მერია ისე ასახლებს ხალხს, რომ არანაირი გეგმა არ აქვს. "ბატონმა მერმა დღეს ახსენა უკანონობა, რომ არსებობენ კარგი ღარიბები, რომლებიც კანონს არ არღვევენ და არსებობენ ცუდი ღარიბები, რომლებიც კანონს არღვევენ, ამ შემთხვევაში...
აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებული პირები გაათავისუფლეს.„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ისინი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. რვავე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით იყვნენ დაკავებული. ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში, თბილისის მერიამ მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, რასაც სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ