ხვიჩია: ფულიც არჩევნების შედეგად გაქვს მიღებული, როგორც ფული აიღე და იბრძვი, ისე აიღე მანდატი და იბრძოლე

333

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩას განცხადებით, არჩევნების შედეგების მიხედვით დაფინანსების მიღება, არჩევნების აღიარება გამოდის და შესაბამისად — “ფულიც არჩევნების შედეგად გაქვს მიღებული, როგორც ფული აიღე და იბრძვი, ისე აიღე მანდატი და იბრძოლე”. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

“ფულიც არჩევნების შედეგად გაქვს მიღებული, შენ აპროტესტებ რომ მეტი ფული გეკუთვნოდა, მაგრამ ცოტას იღებ, პარლამენტის შემთხვევაში იმავეს რატომ არ აკეთებ, ანუ ცოტა დეპუტატის მანდატს რატომ არ იღებ? მეტზე იბრძოლე, როგორც ფული აიღე და ისე იბრძვი, ისე აიღე მანდატი და იბრძოლე”, — ამბობს იაგო ხვიჩია.

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოითხოვს ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი არ განიხილება