ელისაშვილი: პარტიების ნაწილს უნდა, მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ

363

პარტია მოქალაქეების ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალები შეთანხმების მიღწევისა და კრიზისიდან გამოსავლის პოვნის ნაცვლად, “მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობენ”. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

“პროცესი გაჭედილია, პარტიების ნაწილს უნდა რომ მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ, ეს არის გიგა ბოკერიას პარტია, ჩემდა გასაოგნებლად, ეს არის პარტია ლელო, რომელიც ბოკერიაზე რადიკალია, ვერ ვიჯერებ მამუკა ხაზარაძეს რატომ აქვს ასეთი პოზიცია, ვერ ავხსენი და არის ერთი-ორი უპასუხისმგებლო პარტია. დიდ ნაწილს უნდა რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას და კრიზისი დასრულდეს. ვინც არ მოაწერს ის იტყვის რომ მას უნდა ქაოსი”, — ამბობს ელისაშვილი.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიცია არ თვლის ლეგიტიმურად და პარლამენტის ფუნქციონირებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. რამდენიმე პარტიის გარდა, მათ უკვე ოფიციალური უარი განაცხადეს მანდატებზეც.